შოტლანდიის საღამო



სამშაბათს, 11 ივნისს 19:00 საათზე CISV-საქართველოს EMT-ის ოფისში გაიმართება შოტლანდიური საღამო. შეხვედრა გაგრძელდება დაახლოებით 2 საათი.

საღამოს CISV-ის მიერ  „Youth in Action“ პროგრამის ფარგლებში შოტლანდიაში ტრენინგზე გაგზავნილი მონაწილეები გაგიზიარებენ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას. 

ასევე, შეიტყობთ უფრო მეტს შოტლანდიისა და ლონდონის შესახებ – როგორ ცხოვრობენ, რა მოსწონთ, როგორ გამოიყურებიან, რა ძირითადი სანახაობებია, რა არის მათი ნაციონალური საკვები და ცეკვები....  

დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.  

სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ,  დაგვიდასტურეთ თქვენი მონაწილეობა წინასწარ. ელექტრონული ფოსტის მისამართზე: mkheidzetea@gmail.com

დასწრება უფასოა!