EMT სიქასთან ერთად გთავაზობთ საზაფხულო ბანაკს "Sun is Fun" 11-17 წლის ახალგაზრდებისთვის. მონაწილეები 6 დღეს, 11-16 ივლისს, გაატარებენ ქობულეთში.
სასტუმროს ლინკი: https://bit.ly/3xUdpky
EMT წელს ლოკალურ ბანაკს გთავაზობთ, რომელიც დატვირთული იქნება
საერთაშორისო ბანაკების აქტივობებით. ტრენერებთან და ლიდერებთან ერთად
შექმნილი გარემო იქნება საერთაშორისო ბანაკებისა და სასწავლო პროგრამების
მსგავსი განრიგით.
მონაწილეები დაიტვირთებიან გარე და შიდა შემეცნებითი და გასართობი
აქტივობებით. ასევე, მხიარული თამაშებითა და სიმულაციური სავარჯიშოებით.
დღის განმავლობაში მონაწილეებს ჩაუტარდებათ სესიები სხვადასხვა
საერთაშორისო სასწავლო კონკურსებსა და გაცვლით პროგრამებზე, რომელშიც
შეეძლებათ მონაწილეობის მიღება და დაფინანსების მოპოვება. ადამიანის
უფლებებს, მდგრად განვითარებას, კონფლიქტების მართვასა და მრავალფეროვნებას
დროის დიდი ნაწილი დაეთმობა.
ლიდერები ოჯახურ გარემოს შეუქმნიან მონაწილეებს, სადაც ყველა შეძლებს საკუთარი თავისა და აზრების თავისუფლად გამოხატვას.
ბანაკის საფასურია: 825 ლარი
ფასში შედის:ორმხრივი მგზავრობა
სამჯერადი კვება
სასტუმროში განთავსება
აუზის/სპორტული სივრცის გამოყენება
ლაშქრობა/ექსკურსია
პროგრამის საფასური
ლიდერების/ტრენერების მომსახურება
საერთაშორისო სერტიფიკატი
ადგილები შეზღუდულია. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ლინკს:
https://bit.ly/3mNjybR დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
557008757 მარიამ თვალიაშვილი
555102244 მარიამ ტერტერაშვილი
EMT - განათლებისა და მართვის გუნდი
EMT-ში დარწმუნდები, რომ შენი მომავალი შენს ხელშია!
SUN is FUN ბანაკი ივლისში
სასწავლო აკადემია პრაღასა და ბრნოში

















EMT სასწავლო აკადემია ესპანეთში მადრიდი-ვალენსია
კომპეტენციების განვითარება მოგზაურობით - მარიამ და პავლე თვალიაშვილების საავტორო პროგრამა.
ვალენსიაში პროგრამის ნაწილი განხორციელდება სანაპიროს ბანაკში ჩვენს ესპანელ პარტნიორთან ერთად. შესაბამისად ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ საერთაშორისო გარემოში გაატარონ დღეები.
6-16 ივლისი 2022.
12-17 წწ.
990 ევრო+გზა.
დაინტერესდებით?
599556234
557008757 ინგლისურენოვანი სასწავლო აკადემია
სლოვაკეთის, ავსტრიის 3, პოლონეთისა და სომხეთის სასწავლო აკადემიების (2017-2022 წწ.) წარმატებულად დასრულების შემდეგ EMT კვლავ გთავაზობთ ახალ შესაძლებლობას მიიღოთ გამოცდილება და დაუვიწყარი დღეები გაატაროთ ჩვენთან ერთად.
მარიამ და პავლე თვალიაშვილები გიწვევთ 11-17 წლის ახალგაზრდებს სათავგადასავლო შემეცნებით ტურში, განმავლობაში მონაწილეები ესტუმრებიან მუზეუმებს, ღირსშესანიშნავ ადგილებს, მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმვასა და დამოუკიდებლად ცხოვრებაში.
ახალგაზრდები მოინახულებენ ქალაქის ისტორიულ ადგილებს, დამოუკიდებლად გაართმევენ თავს დავალებებს (CITY GAME) და გამოიმუშავებენ ისეთ საჭირო უნარებს, როგორებიცაა ვალუტის გაცვლა, მეტროში და საქალაქო ტრანსპორტში ნავიგაცია, არამშობლიურ ენაზე კონტაქტი, საკუთარი ფინანსების მართვა, დღიური ბიუჯეტის განაწილება, ქვეყნისა და პროგრამის წარდგენა ადამიანების წინაშე და სხვა.
შემეცნებით დავალებებთან ერთად დროს გაატარებენ ხალისიანად, ესტუმრებიან ქალაქის ცენტრალურ უბნებსა და საკათედრო ტაძარს. მოვინახულებთ უნიკალურ ადგილებს და დავაგემოვნებთ ადგილობრივ გემრიელობებს.
მონაწილეობის საფასურია მოიცავს:
სასტუმროში განთავსება;
სამჯერადი კვება;
სხვადასხვა ორგანიზაციების გაცნობა (საგანმანათლებლო, განვითარების, საერთაშორისო)
2 ტრენერის მომსახურება;
სასწავლო, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები;
ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეობის საფასურს ემატება ფრენის თანხა.
მონაწილეობის მსურველებმა შეამოწმეთ გაქვთ თუ არა მოქმედი პასპორტი.
რეგისტრაციის ბმული:
http://webanketa.com/forms/6ctk8e1m6wqk8cspc9k66s9g/