
ღონისძიება ჩატარდა EMT-ის კლუბის, “FREE TIME”-ის ფარგლებში.
საღამოს ორგანიზატორი იყო EMT-ს „მომავალი ლიდერების ცენტრი“-ს და „დებატ-კლუბის“ კურსდამთავრებული, მარი ტყეშელაშვილი.

თამაშში მონაწილეობას იღებდა 5 გუნდი, რომლებიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგილზევე გადანაწილდნენ 3 კაციან ჯგუფებად.
თამაში შედგებოდა 3 რაუნდისგან, თითოეული რაუნდი მოიცავდა 6 შეკითხვას. კითხვებზე პასუხის გაცემა არ მოითხოვდა ფაქტების ცოდნას, სწორ პასუხამდე მისვლა დამოკიდებული იყო მონაწილეთა ლოგიკური აზროვნების უნარზე.
მონაწილეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული თამაშის პროცესში. გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები. ასევე, გამოვლინდა 4 საუკეთესო მოაზროვნე.
საღამომ ჩაირა ძალიან საინტერესოდ, აზარტულ და მხიარულ გარემოში.
შეხვედრას ესწრებოდა 18 ადამიანი.