საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმი

    9 და 10 სექტემბერს EMT და CISV საქართველო-მ  მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმზე, სადაც  გაიმართა ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენა. 
     ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ მშვიდობისა და განვითარების აკადემია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მისი პარტნიორი ორგანიზაციები. ფორუმი ხორციელდება 2007 წლიდან დღემდე, საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის.
     აღნიშნული ფორუმი ახალგაზრდულ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს მომავალში ითანამშრომლონ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და შეძლონ მეტად  განვითარება.