საზაფხულო კურსი ბაკურიანში მოსწავლეთათვის “ივენთ მენეჯმენტი” 5W


“EMT - განათლებისა და მართვის გუნდი” გთავაზობთ ღონისძიებების მართვის (ივენთ მენეჯმენტის) საზაფხულო კურსს მოსწავლებისთვის.

ვინ (Who)? - მონაწილეობის მიღება შუძლია 10 წლიდან - 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებს. რომლებსაც სურთ:
* განივითარონ ივენთ მენეჯმენტის უნარი (საკლასო, სასკოლო, სკოლისგარე ღონისძიების, აქტივობის, დაბადების დღის, წვეულების, ლაშრქობის, ექსკურსიის და ა.შ.);
** აიმაღლონ დამოუკიდებლად და გუნდთან ერთად დაგეგმვის, განხორციელების და ანგარიშგების შესაძლებლობები, ცოდნა და გამოცდილება;
*** გაატარონ დაუვიწყარი ზაფხულის ბოლო კვირა სასიამოვნოდა და სასარგებლოდ.

რა (What)? - მონაწილეები გაივლიან ინტენსიურ კურსს ღონისძიების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგებასთან დაკავშირებით. კურსი მოგრებულია შესაბამის ასაკზე გათვლილი სახალისო და სათავგადასავლო აქტივობებით. კურსის მონაწილეებს მოუწევთ სხვადასხვა ტიპის ივენთების დაგეგმვის სიმულირება, დაგეგმილი აქტივობებიდან რამდენიმე მათგანის განხორციელება, მიმდინარე პერიოდში ბაკურიანში განხორციელებული ივენთების გარე მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
პროგრამა დატვირთული იქნება ინტერაქტიული, გასართობი და შემეცნებითი აქტივობებით რაც მონაწილეებს დადებითი ემოციური ფონით დამუხტავს. მიღებული ცოდნასა და გამოცდილებას კი გამოიყენებენ სკოლაში დაბრუნების შემდეგ.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ინტერესის მიხედვით ითამაშონ მსოფლიო რეიტინგული 30-მდე სამაგიდო თამაში, რომელიც EMT-ის საკუთრებაშია.

სად (Where)? - პროგრამა განხორციელდება ბაკურიანში, სასტუმროში, რომელიც აღჭურვილია 3 და 4-ადგილიანი ოთახებით (თითოეულ ოთახს გააჩნია საკუთარი სველი წერტილი), ამასთანავე კომფორტული სასადილო, სათამაშო სივრცე, სასტუმრო აღჭურვილია უსაფრთხოებით დაცული ყველა სტანდარტით და შემოღობილი ეზოთი.
მიმდებარე ტერიტორიაზე არის ტყე-პარკები, სპორტული მოედნები და სავარჯიშო ზონა. უახლოესი ამბულატორია მდებარეობს 10 წუთის სავალ გზაზე.

როდის (When)? - 2018  წლის ზაფხულის ბოლო კვირას, 24-31 აგვისტოს;

რატომ (Why)? - პროგრამის განხორციელების მიზანია ავამაღლოთ მოსწავლეებში ღონისძიების დაგეგმვის, განხორციელების და ანგარიშგების უნარი და შესაძლებლობები. კურსი აგებულია ივენთ მენეჯმენტის სხვადასხვა მეთოდებზე გამოყენებით, პროგრამის სახელწოდება 5W აღნიშნავს ერთერთ მოდელს Who? What? Where? When? Why?.
პროგრამა ხორციელდება ზაფხულის ბოლო კვირას რადგან ჩართულ ახალგაზრდებმა სკოლებში დაბრუნების შემდეგ თავად უზრუნველყონ სასკოლო, საკლასო თუ სხვა ტიპის ივენთების დაგეგმვა და განხორციელება, ჩვენი გუნდი კი მზად არის დაეხმაროს ნებისმიერი ივენთის დაგეგმვაში. პროგრამის კურსდამთავრებულებს საჩუქარი: 2018/2019 სასწავლო სემესტრის მანძილზე ისინი ისარგებლებენ EMT მენეჯერების (საერთაშორისო ტრენერების: პავლე და გიორგი თვალიაშვილების, ასევე მათი თანამშრომლების) კონსულტაციით გადასახადის გარეშე.

გარდა მოსწავლეებისა მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს 18 წლიდან ზემოთ, რომლებისთვისაც პროგრამა განსხვავებული კუთხით იქნებიან ჩართულნი. მათ მოუწევთ მოსწავლეების მენტორობა და მათ საქმიანობაზე დაკვირვება, ისინი ისწავლიან სამუშაოს განრიგის შედგენას, დეტალებზე ორიენტირებას და ლიდერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე მუშაობას.

სამუშაო გუნდი: შედგება კვალიფიცირებული ლიდერ-ტრენერებისგან, რომელნიც არაერთხელ ყოფილან საერთაშორისო და ადგილობრივ ბანაკებში ლიდერებად, ატარებენ ტრენინგებს სხვადასხვა თემებზე, შეუძლიათ საგანგებო სიტუაციებში სწრაფი რეაგირება, კარგად იცნობენ ბავშვთა ფსიქოლოგიას და აქვთ ნამუშევარი რთული ქცევის ბავშვებთანაც.

მონაწილეობის ღირებულება: 695ლ.

ღირებულებაში შედის:
> სასტუმროში ცხოვრება;
> კვება;
> მგზავრობა;
> პროგრამის ხარჯები (სპორტული და შემეცნებითი ინვენტარი, სააზროვნო თამაშები, ბრენდირებული მაისური და ა.შ);
> უამრავი სახალისო და შემოქმედებითი აქტივობა;
> მიღებული გამოცდილება;
> დაუვიწყარი მოგონებები და თავგადასავლები.
> მომავალ სასწავლო წელს ერთი სემესტრის მანძილზე უფასო კონსულტაცია.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 აგვისტო.

მონაწილეობის მსურველმა შეავსეთ ანკეტა https://webanketa.com/forms/68t3ed1r70qp8dsh6ws38e32/


დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
595 EMT EMT (595 368 368) - მანანა ხუციშვილი;
დამატებითი საკონტაქტო პირი:
599 556 234 - პავლე თვალიაშვილი EMT-ს დირექტორი;
საერთაშორისო კატეგორიის ტოპ-ტრენერი;
www.emt.ge