განაცხადი: ტრენინგი EMT-ისგან "ტრენინგი ტრენერებისთვის" საბაზო კურსი


EMT-ის ადმინისტრაცია მოხარულია, რომ გთავაზობთ მორიგ "ტრენინგს ტრენერებისთვის" პავლე თვალიაშვილისგან. ეს ტრენინგი მათთვისაა ვისაც უნდა გახდეს ტრენერი, ან უკვე დაიწყო ტრენერობა ნებისმიერ სფეროში.


კურსის ღირებულებაა: 150 ლარი;

ტრენინგი ჩატარდება 2018 წლის 19-22 ნოემბერს 19:00-დან 22:00-მდე.
გაიცემა სერტიფიკატი.

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ონლიაინ:  https://webanketa.com/forms/68tk8d1p68qp4d336rv30c9g/

რადგან სულ 15 ადგილია, გთხოვთ, ნუ დაუცდით რეგისტრაციის ბოლო დღეს 16 ნოემბერს. ამ დღის ბოლოს გაირკვევა მსურველთა რაოდენობა. თუ ჯგუფი შედგება, ტრენინგს ჩავატარებთ 19 ნოემბრიდან.

იმის გადასამოწმებლად, რომ ნამდვილად მივიღეთ თქვენი განაცხადი, გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს შემდეგ ნომერზე: 595 368 368 ან 599 556 234
www.emt.ge

ტრენინგი აწყობილია ზრდასრულთა განათლების ციკლისა და ევროპული ჩარჩოს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისთვის შესაბამისად. მონაწილეებში მოხდება არსებული გამოცდილების გააქტიურება ან ახალი გამოცდილების შეძენა, რასაც მოჰყვება ამ გამოცდილების განხილვა-გააზრება. სწავლის შემდეგ ეტაპზე მოხდება მიღებული გამოცდილების განზოგადება, ასევე შევსების მიზნით თეორიული მასალის მიწოდება. ტრენინგის დროს სწავლების მომდევნო ეტაპზე კი მონაწილეები პრაქტიკულად განახორციელებენ ნასწავლს, რასაც ტრენერისა და სხვა მონაწილეების მხრიდან მოჰყვება უკუკავშირი.

ტრენინგ-კურსის მიზანია: მონაწილეებმა იცოდნენ როგორ ხდება ტრენინგის, როგორც სასწავლო ინსტრუმენტის დაგეგმვა, მომზადება და გამოყენება ახალგაზრდებთან და ზრდასრულებთან მუშაობისას.

ტრენინგს ატარებს პავლე თვალიაშვილი. http://pavletv.blogspot.com

ტრენინგი ჩატარდება EMT-ის ოფისში, თბილისში, საბურთალო, ბახტრიონის ქ. 7ა.

მონაწილეებს სრულად დასწრების შემთხვევაში გადაეცემათ სერტიფიკატი.n

პავლე თვალიაშვილი - არაერთი საერთაშორისო და საჯარო ორგანიზაციის მიერ მომზადებული და მოქმედი ტრენერი, ტრენერთა ტრენერი, რომელსაც მომზადებული ჰყავს ასობით ტრენერი და ტრენერთა ტრენერი; შემუშავებული აქვს ბევრი ტრენინგ-მოდული, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ზრდასრულთა განათლების ასოციაციის მართვასა და ზრდასრულთა განათლების ქსელის გაძლიერებაში. ევროპის ტრენერთა ქსელის ტრენერი. წლების მანძილზე მუშაობს არაკომერციული ორგანიზაციების მენეჯერად და პროექტების დირექტორად. მომზადებული ჰყავს საჯარო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბინზეს სტრუქტურების, უნივერსიტეტების, მასწავლებლთა და ახალგაზრდული ცენტრების, და დამოუკიდებელი ტრენერები. თბილისში ახალგაზდა ტრენერების მომზადებისა და პორტალის www.trainers.geამოქმედების პროექტის დირექტორი და ტრენერი.