
მონაწილეები მოინახულებენ ალბერტინას მუზეუმს, სადაც ცნობილი მხატვრების ნამუშევრებია განთავსებული. ესტუმრებიან ვენის აკვარიუმს - "ზღვის სახლს". დამოუკიდებლად გაართმევენ დავალებებს თავს (CITY GAME) და გამოიმუშავებენ ისეთ საჭირო უნარებს, როგორებიცაა ვალუტის გაცვლა, მეტროში და საქალაქო ტრანსპორტში ნავიგაცია, არამშობლიურ ენაზე კონტაქტი, საკუთარი ფინანსების მართვა, დღიური ბიუჯეტის განაწილება, ქვეყნისა და პროგრამის წარდგენა სხვა ადამიანების წინაშე და სხვა.