სასწავლო აკადემია პრაღასა და ბრნოში

 

🥳EMT Study Academy in Prague & Brno 2022
✅ ინგლისურენოვანი სასწავლო აკადემია ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში და ჩეხეთში სიდიდით მეორე ისტორიულ ქალაქ ბრნოში. 
 
✅ სლოვაკეთის, ავსტრიის, პოლონეთისა და სომხეთის სასწავლო აკადემიების (2017-2022 წწ.) წარმატებულად დასრულების შემდეგ EMT კვლავ გთავაზობთ ახალ შესაძლებლობას მიიღოთ გამოცდილება და დაუვიწყარი დღეები გაატაროთ ჩვენთან ერთად. 
 
💕 მარიამ და პავლე თვალიაშვილები გიწვევთ 11-17 წლის ახალგაზრდებს სათავგადასავლო შემეცნებით ტურში, პრაღაში, 25-31 აგვისტოს. ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეები ესტუმრებიან სასწავლო ცენტრებს, მუზეუმებს, ღირსშესანიშნავ ადგილებს, მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმვასა და დამოუკიდებლად ცხოვრებაში. 
 
😍 ახალგაზრდები მოინახულებენ პრაღის ძველი ქალაქის ქუჩებს, დამოუკიდებლად გაართმევენ თავს დავალებებს (CITY GAME) და გამოიმუშავებენ ისეთ საჭირო უნარებს, როგორებიცაა ვალუტის გაცვლა, მეტროში და საქალაქო ტრანსპორტში ნავიგაცია, არამშობლიურ ენაზე კონტაქტი, საკუთარი ფინანსების მართვა, დღიური ბიუჯეტის განაწილება, ქვეყნისა და პროგრამის წარდგენა სხვა ადამიანების წინაშე და სხვა. 
 
😍 შემეცნებით დავალებებთან ერთად დროს გაატარებენ ხალისიანად, დალაშქრავენ პეტრინ ჰილის 299 საფეხურს, ვესტუმრებით პრაღის ცნობილ სასახლეებსა და კათედრალებს. ასევე, მოვინახულებთ პრაღის ასტრონომიულ საათს, სათითაოდ გავივლით მსოფლიოს ყველაზე უნიკალურ ქუჩაზე (რატომ არის უნიკალური, ამას პრაღაში გაიგებთ), ბრნოში ვნახავთ 50 000-მდე ჩონჩხს, უნიკალურ ადგილებს და დავაგემოვნებთ ადგილობრივ გემრიელობებს. 
 
✅ პრაღის სასწავლო აკადემიაში მონაწილეობის საფასურია 695 ევრო. მოიცავს:
🏨 სასტუმროში განთავსება;
🍔 სამჯერადი კვება;
🤹🏻‍♀️ პრაღის ილუზიის მუზეუმის ბილეთი;
🏆 სხვადასხვა ორგანიზაციების მონახულება (საგანმანათლებლო, განვითარების, საერთაშორისო)
👩🏻‍💼 3 ტრენერის მომსახურება;
💡 სასწავლო, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები;
📃 ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.
➡️ *2022 წლის EMT-ის სასწავლო აკადემიის ალუმნებისთვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
❗️გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეობის საფასურს ემატება ფრენის თანხა.
✅ მონაწილეობის მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია:
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
557008757 მარიამი
599556234 პავლე