გამოხმაურებები მონაწილეებისგან

მე ძალიან მიყვარს განათლებისა და მართვის გუნდი, რადგან აქ ბევრი რამ ვისწავლე, რაც ყველგან და ყოველთვის გამომადგება. რაც მთავარია, ტრენინგები არ იყო მოსაწყენი, ვაკეთებდით ენერჯაიზერებს და გონების სავარჯიში/სააზროვნო თამაშებს.
მარიამ ველიაშვილი

მადლობა EMT!
მე თქვენგან ვისწავლე ბევრი რამ, რაც გამომადგება ცხოვრებაში. ძალიან მომეწონა ენერჯაიზერები, რომლებმაც ძალიან გამამხიარულა. მე ვერ მოვდივარ ბანაკში, რადგან ზბორებზე შეიძლება წავიდე ფეხბურთიდან. მწყინს, რომ ვერ მოვდივარ. მე აქ ბევრი ახალი მეგობარი გავიცანი, გავიცანი ტრენერები, რომლებმაც ბევრი აქტივობები მასწავლეს.
მადლობა ცოდნის მოცემისთვის!
გიგი კვანტრიშვილი

მე, ნინო მელწაიძე, გილოცავთ ახალ წელს!
ძალიან სახალისო იყო თქვენთან გატარებული ეს სამი თვე. არ მომიწყენია, ყოველთვის საინტერესო, აქტიური და სახალისო ტრენინგები იყო. ძალიან მინდა ასე გაგრძელდეს, 3 თვე თვალის დახამხამებაში გავიდა. სამწუხაროდ შემდეგ ზაფხულამდე ვერ შეგხვდებით და ძალიან მომენატრებით.
მიყვარხართ ძალიან ყველა!
ნინო მელწაიძე

მადლობა EMT!
აქ უამრავ სახალისო რაღაცას ვაკეთებდით. ძალიან მომეწონა ტრენერები. ორ საათში შეუძლებელი იყო დავღლილიყავით, რადგან ჩვენ აქ ძალიან ვერთობოდით. მე აქ ყოველთვის დიდი სიამოვნებით მოვდიოდი, ყოველ შემთხვევაში ისე არ მოვდიოდი, როგორც სკოლაში მივდივარ.
ლექსო

EMT-
მომავალი ლიდერების კლუბმა მომცა ცოდნა, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოვიყენებ. ძალიან მინდა გავაგრძელო ურთიერთობა და ვიარო მოხალისედ.
ძალიან მომენატრება ყველა ტრენერი და ბავშვი.
მადლობას გიხდით ყველაფრისათვის!
ლიზა ჯმუხაძე

ძალიან მომეწონა ეს სამი თვე. ჩემი აზრით, საინტერესოდ გავატარე თავისუფალი დრო. გავიგე ახალი რაღაცეები, შევიძინე მეგობრები, გავერთე, ვიმხიარულე. იმედი მაქვს შეძენილ ცოდნას მომავალშიც გამოვიყენებ. დავასრულე EMT- მომავალი ლიდერების კლუბი. შევხვდებით სხვა კლუბებში.
თაკო კახურიშვილი

მე EMT ძალიან მომეწონა! ამ 3 თვის განმავლობაში, ტრენინგებიდან გავიგე, რა არის ლიდერობა, გუნდური მუშაობდა და სხვა. მართალია ზოგი რამ ისედაც ვიცოდით თეორიულად, მაგრამ ჩემი აზრით მხოლოდ თეორია არაა საკმარისი, მნიშვნელოვანია პრაქტიკაც. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც მე აქ დავდივარ. (ბატონო პავლე)
ძალიან მომეწონა ყველა ლიდერი, რომლებიც ამ სამი თვის განმავლობაში ჩვენთან იყვნენ და აქტიურად გვიღიმოდნენ.
ძალიან დიდი მადლობა EMT–!
მარიშა ჯმუხაძე


მე ძალიან მომეწონა ეს კლუბი. მომეწონა ყველა ლიდერი, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენთვის ტვინები გაეხსნათ და ჩვენი ცოდნა გაეფართოვებინათ. მომეწონა სხვადასხვა აქტივობები და ენერჯაიზერები. ორგანიზაციას ვუსურვებ წარმატებას და ვულოცავ დამდეგ ახალ წელს.
ზიზი

მადლობა EMT–!
მე აქ მივიღე ძალიან დიდი ცოდნა და ვისწავლე სხვადასხვა რამ.
მადლობა თქვენ!
დათო კვანტრიშვილი

EMT,
მე შენ ძალიან მომწონხარ!
დღეს ჩვენი ფინალური შეხვედრაა, როგორც ყველა ამბობს, მაგრამ მე ბანაკშიც მოვდივარ. მე შენი გაკეთებული ყველაფერი მომწონს და მომწონს ყველა ის ადამიანი, რომელიც შენთან მუშაობს. მინდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდეს შენთან და ბევრი წარმატება გქონდეს.
ვასო გელაშვილი

მე ძალიან კარგად დამამახსოვრდება აქ გატარებული სამი თვე და ვიმედოვნებ, კვლავ გავაგრძელებ აქ სიარულს. შევიძინე ბევრი მეგობარი, ვისწავლე ბევრი რამ, რაც ცხოვრებაში გამომადგება. EMT– ვუსურვებ წარმატებებს და მიხარია, რომ არსებობს ასეთი კლუბი.
მანანა ლიქოშვილი

მომწონს აბსოლიტურად ყველაფერი. მინდა რომ კვირაში უფრო ბევრჯერ იყოს. მომწონს ლიდერები, ისინი ბევრს შრომობენ, რომ გაგვამხიარულონ. ყველანი ძალიან მომენატრებით.
მე EMT-ში ყველაფერი მომეწონა. ხართ ძალიან ენერგიულები და მხიარულები. შეძენილი ცოდნა გამომადგება მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ნატო მელწაიძე

მე EMT–ში ყველაფერი მომეწონა, განსაკუთრებით თამაშები და ენერჯაიზერები. ყველა თემა ძალიან საინტერესო იყო. ვფიქრობ, რომ დრო და თამაშების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. ყველა ტრენერი ძალიან მომეწონა და მომენატრება. ყველას გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს. კეთილი სურვილებით
ელენე არევაძე

მე EMT ძალიან მომწონდა, მომწონს და მომეწონება!
ტომი

მადლობა EMT– რომ მაჩუქა ბედნიერი დღეები, გამართო და მამხიარულა. მე ბევრი რამ ვისწავლე. ძალიან მინდა რომ გავაგრძელო აქ სიარული. შევიძინე ბევრი ახალი მეგობარი. ძალიან მომწონს
ანდრო

მე ყველაფერი ძალიან მომეწონა. გავიცანი ბევრი ბავშვი. ყველასთან მაქვს კარგი ურთიერთობა და ყველა ძალიან მომწონს. მინდა მომავალში მეც გავხდე EMT– ლიდერი.
მადლობა ყველას გართობისთვის!
გიო ჩხიკვაძე


****

მე EMT– მანი ვარ. გახდით თქვენც!

მოგესალმებით. მე ვარ თეონა ტყემალაძე, 24 წლის. 2013 წლის სექტემბრიდან ჩართული ვარ EMT - ის ტრენინგ კლუბებში. გავლილი მაქვს მომავალი ლიდერების საბაზისო კურსი და ვარ პრეზენტატორთა და დისკუსიის წამყვანთა კლუბის წევრი.

უპირველესად მინდა ავღნიშნო, რომ ტრენინგზე გატარებული თითოეული დღე და საათი სასიამოვნოდ მაგონდება, რადგან: იყო EMT-ელი ნიშნავს შეივსო პოზიტივით, მიიღო მეტი ცოდნა, გახდე კომპტენტური გარკვეულ საკითხებში, მიიღო გამოცდილება, იყო აქტიური მოქალაქე, გაგიჩნდეს ინიციატივები და განახორციელო ის.
EMT–სთან ურთიერთობამ მასწავლა ვიყო უფრო ინიციატივიანი, თვდაჯერებული და აქტიური. თამამად შემიძლია ვთქვა რომ ბევრი რამ სხვა თვალით დავინხე და ის რასაც ჩემ პიროვნულში ეძინა ახლა ფხიზლად არის.

ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ტრენინგ-კლუბები დამეხმარა იქ, სადაც მე ვმუშაობ, გამეკეთებინა იმაზე მეტი, ვიდრე ვაკეთებდი, ის რაც მეგონა რომ რთული იყო თურემე ძალიან მარტივი ყოფილა. მთავარია სწორი ხედვა, მიდგომა და მონდომება. EMT- ში მიღებულმა გამოცდილებამ საშუალება მომცა წარმატებით განმეხორცილებინა სხვადასხვა პროექტები გენდერულ უთანასწორებაზე, ეკოლოგიაზე, გამოვიჩინე საზოგადოებრივი ინციატივა და იმ სოფელში, სადაც ამჟამად ვმუშაობ, მოხალისედ გავაკეთე სიჩქა
რის შემაკავებელი ბორცვები, თუმცა ახლა ეს ყველაფერი მეცოტავება. აწი უფრო მეტი მინდა და მჯერა, რომ EMT–ში მიღბული ცოდნა ამის საშუალებას მომცემს.
სიამაყათ ვაცხადებ, რომ მე ვარ EMT– მანიით შეპრყობილი, რადგან კლუბებში სიარული დამეხმარა მომეხდინა საკუთარი თავის რეალიზება საზოგადოებაში და რაც მთავარია მიმეღო ისეთი ცოდნა, რომელსაც აქტიურად ვიყენებ პრაქტიკაში, თითოეული ტრენინგი იყო პატრაწკიპურტები“, რომელიც მაფხიზლებდა და უფრო მეტად მავითარებდა პიროვნულად. აქ მიღებული ცოდნა გაძლევთ იმის საშულებას იყოთ მეტად წარმატებულები და რეალიზებული ადამინები.

EMT ესაა მიიღო ცოდნა პრაქტიკაში განხორცილებით.

EMT-ის საშუალებით წამოდგენა შემექმნა თუ რა არის დებატები და შემაყვარა იგი. დებატების ხელოვნების დაუფლებით აწი ჩემთან კამათი მარტივი აღარ არის.
დამწყებებს კი ვურჩევდი, თუ გსურთ გახდეთ მეტად აქტიურები, წარმატებულები, გამოიჩინოთ ინიციატივები და აკეთოთ საზოგადოებისათვის სასრგებლო საქმე, გარდაიქმნათ ყველასათვის მისაღებ პიროვნებად, ნათლად ჩამოაყალიბოთ საკუთარი სათქმელი და დაიცვათ საკუთარი პოზიცია, თუ გსურთ იყოთ კარგი მოსაუბრე და არ გქონდეთ აუდიტორიის შიში, მაშინ EMT არის ის კარი, რომელიც უნდა შეაღოთ და დამიჯერეთ, იქ დაგხვდებათ ისეთი გარმო, რომლის დატოვებაც გაგიჭირდებათ. მთავარია სურვილი ცოდნის მიღებისა და კლუბში გაწევრიანებისა, დანარჩენზე კი იქ მყოფი თბილი და კომპეტენტური ტრენენრები იზრუნებენ .

EMT– ის გუნდი ყოველთვის მზადაა დაგიდგეთ მხარში და დაგეხმაროთ.

მე EMT– მანი ვარ. გახდით თქვენც!




*******************

EMT-ის ტრენინგებში ჩართულობა ჩემთვის მოტივაციაა იმისათვის, რომ ვიყო აქტიური, წარმატებული. აქ მიგებული ინფორმაცია მეხმარება ჩემს პოროვნულ განვითარებაში. თბილი, მეგობრული, უშუალო გარემო კი, ქმნის შესანიშნავ ატმოსფეროს საკუთარი თავის წარმოჩენისა და განვითარებისთვის.
საინტერესო ტრენერები, აქტიური ბავშვები სხვადასხვა ღონისძიებები, გაცვლითი პროგრამები...

P.S.
საუკეთესო შანსია ნაყოფიერად გაატარო დრო. (ჩემთვის EMT-ასოცირდება საუკეთესო მოგონებებთან) , დიდი სურვილი მაქვს ახალ ნაკადში კიდევ ჩავერთო.

მარიამ კარენაშვილი.