პირველი შეხვედრა კლუბში "მოგზაურობის მართვა"

6 აპრილს EMT-ში კლუბის "მოგზაურობის მართვა" წევრობის მსურველთა  პირველი შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდები გაეცნენ რუსთავის კლუბის "სიქა-მოგზაური"  გამოცდილებას და "მოგზაურობის მართვის" კლუბის მიზნებს. კლუბი სამუშაო შეხვედრებს შემდეგი შაბათიდან დაიწყებს. 2 თვის განმავლობაში მოგზაურობასთან დაკავშირებული არაერთი თემა იქნება განხილული. კლუბს უხელმძღვანელებს ქეთევან ახობაძე.