შოტლანდიის საღამო

CISV-საქართველოს და EMT-ის ოფისში 11 ივნისს 19:00 საათზე გაიმართა "შოტლანდიის საღამო". შეხვედრის ორგანიზატორები CISV-საქართველოდან 4-11 მაისს მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში შოტლანდიაში ”OTIS – On the Inside”, რომელიც მოხალისეობის თემას ეხებოდა. პროექტი ევროკავშირის პროგრამის "Youth in action" ფარგლებში განხორციელდა

საღამოზე, პრეზენტაციის სახით, წარმოდგენილი იყო ის გამოცდილება, რომელიც დელეგაციის წევრებმა მიიღეს აღნიშნული პროგრამის მეშვეობით. შეხვედრის მონაწილეებს ორგანიზატორებმა გააცნეს ქვეყნის კულტურა და ტრადიციები. ჩაატარეს სახალისო შეჯიბრი, ვინ უკეთ იცნობდა შოტლანდიას. ასევე მათ დამსწრე აუდიტორიას შესთავაზეს მხიარული ენერჯაიზერები და ასწავლეს შოტლანდიური ცეკვის ილეთები.



შეხვედრა
ძალიან საინტერესოდ და მხიარულად ჩატარდა!