FREE TIME - მოხალისეობა

9 ივლისს FREE TIME-ზე ლელა ნიკოლაძემ და ლიკა შარანგიამ ჩატარეს მინი ტრენინგი თემაზე "მოხალისეობა".

ორგანიზატორები თურქეთის ქალაქ ოსმანიეში "ახალგაზრდობა მოქმედებაში" პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგ-კურსზე "BE THE CHANGE : TIME FOR VOLUNTEERING" მონაწილეობდნენ.
 მათ ჯერ  ისაუბრეს პროგრამის მნიშვნელობაზე  და შემდეგ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს მონაწილეებს.

ტრენინგზე მრავლი საინტერესო აქტივობისა და სავარჯიშოს გზით მოხდა თემების განხილვა:                                                                       
  1.   რა არის მოხალისეობა;
  2.   რამდენად პოპულარულია    მოხალისეობა;
  3.   რა სფეროებშია განვითარებული მოხალისეობრივი საქმიანობა;
  4.   რატომ არის მნიშვნელოვანი მოხალისეობა;
ტრენინგის მონაწილეები თურქულ კულტურასაც შეეხნენ. რამდენიმე თურქული სიტყვა ისწავლეს და უგემრიელესი ფახლავა დააგემოვნეს.