ახალი ამბების მოსამზადებლად ვიწვევთ ახალგაზრდებს








ახალი ამბების (ნიუსების) მოსამზადებლად ვიწვევთ საქართველოს რეგიონებისა და ქალაქების ახალგაზრდებს.

ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ახალგაზრდებმა უნდა შეძლონ ინფორმაციის დროული გავრცელება და გასაგები ანალიზი, რაც უზრუნველყოფს მდგრად დემოკრატიას საკუთარ თემში და მთლიანად საქართველოში - www.etanews.ge.

ახალგაზრდების ასაკი 13 წლიდან. დაინტერესების შემთხვევაში ახალგაზრდები უზრუნველყოფილი იქნებიან ინსტრუქციებით, რაც დაეხმარება მათ დაოსტატდნენ მასალების მომზადებაში: შეკრიბონ ინფორმაცია დროულად და გადმოსცენ აზრები გასაგებად.

პროექტის მხარდამჭერები არიან: გადაცემა “ეტალონი“, სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია, EMT - განათლებისა და მართვის გუნდი.

პროექტში მონაწილეობა ახალგაზრდებისგან ფინანსურ ხარჯებს არ მოითხოვს.

დაინტერესებულმა ახალგაზრდამ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, http://webanketa.com/forms/6mv3ce9g5wtkjr9s6dh6cs0/ შეარჩიოს სფერო, რომელშიც სურს სიახლეების მოწოდება, რის შემდეგაც იგი მიიღებს ინსტრუქციებს ნიუსების მოსამზადებლად.