მონაწილეები გაეცნენ მოზარდობის (13-19 წელი) დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, ხასიათობრივ გამოვლინენებს. ჯგუფურად იმუშავეს და წარმოადგენეს მოზარდობის სხვადსხვა ასაკისთვის დამახასიათებელი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ტრენინგის ძირითადი ნაწილი დაეთმო დრამა და არტ თერაპიის ტექნიკების ახსნას. რამდენიმე მათგანი მონაწილეებმა თავად შეასრულეს და საკუთარ თავზე გამოსცადეს, რაც საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო იყო, როგორც თავად აღნიშნეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ნინო სხირტლაძე, EMT-ის ხელშეწყობით იმყოფებოდა ახალგარზდობა მოქმედებაში პროგრამის ფარგლებში არტ და დრმა თერაპიის შესახებ გამართულ საერთაშორისო ტრენინგზე, სადაც ასევე მონაწილეობას იღებდა ელენე მურვანიძე. ნინომ და ელენემ მიღებული გამოცდილების საფუძველზე დაგეგმეს მინი ტრენინგი „Open the Flower”.

საუბარი არტ და დრამა თერაპიის ტექნიკებზე

ჯგუფებში მუშაობა მოზარდობის ასაკისთვის დამახასიათებელ დადებით და უარყოფით მხარეებზე

დრამა თერაპიის სავარჯიშოს შესრულება

შესრულებული სავარჯიშოს განხილვა