ერევანი
25.05-2.06 2014
25.05-2.06 2014
საინფორმაციო საზოგადოების ეპოქაში წარმატების ერთ-ერთ ძირითად გასაღებად
პიროვნებისა თუ ორგანიზაციის პოზიტიური იმიჯის ფორმირება და მხარდაჭერა
გვევლინება. ვიდრე საჯარო მოდელი გახდება, ახალგაზრდა მეწარმემ უნდა
მოიპოვოს პროფესიული ცოდნა და უნარები.
სამეცნიერო-საინფორმაციო არასამთავრობო ორგანიზაციამ -„სომხეთის PR - ასოციაციამ“ სომხეთის ფედერაციის ახალგაზრდულ კლუბებთან ერთად განახორციელა პროექტი, საერთაშორისო ტრენინგკურსი სახელწოდებით „ გახდი შემოქმედებითი მეწარმე“, რომელიც ერევანში 25 მაისს გაიხსნა და 8 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროგრამა ევროკავშირის ეგიდითა და დაფინანსებით განხორციელდა. პროექტმა დიდი ბრიტანეთის, უნგრეთის, უკრაინის, მოლდოვას, რუმინეთის, პოლონეთის, საქართველოსა და სომხეთის ქვეყნებიდან 42 მონაწილე გააერთიანა.საერთაშორისო ტრენინგზე მონაწილეობის პატივი საქართველოდან CISV-ს დელეგაციას ხვდა. ორგანიზაციამ EMT და CTC-ის პროგრამების მონაწილეებიც ჩართო.
სასწავლო კურსის - „იყავი შემოქმედებითი მეწარმე“ - მიზანი იყო მონაწილეებისათვის განევითარებინა შემოქმედებითი აზროვნების და კომუნიკაციის უნარი, რათა საზოგადოების წინაშე უფრო პრეზენტაბელურები ყოფილიყვნენ.
„იყო შემოქმედებითი“ ნიშნავს შექმნა ინოვაციური იდეები, ფლობდე სამუშაოსთან მიმართებაში უნიკალურ მიდგომას,იყო ჩართული პარტნიორებთან ერთად გადაწყვეტილების მიღებაში, ქმნიდე გუნდურ და ერთობლივ გარემოს. სწორედ ამიტომ მონაწილეებს უწევდათ თეორიულ კურსთან ერთად თავი გაერთვათ სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშოებისათვის, რაც მათთვის საინტერესო და ამავდროულად სახალისოც აღმოჩნდა.
ხშირად ახალგაზრდა მეწარმეს დაბრკოლებების გადალახვა უწევს. სასწავლო კურსის მიზანი იყო მონაწილეები სწორედ იმ ცოდნით აღეჭურვა, რომელიც მათ მომავალში საკუთარი ბიზნესისათვის ინოვაციური იდეებისა და შემოქმედებითობის განხორციელებაში დაეხმარებათ.
ტრენინგს უძვღვებოდნენ ბატონი მამადუ სალლა, დე მონტფორდის უნივერსიტეტის დოქტორი ინგლისიდან (იგი 2013 წელს ინგლისში წლის საუკეთესო ლექტორად აღიარეს) და ასევე, ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და სამეცნიერო საინფორმაციო არასამთავრობო ორგანიზაციის - „სომხეთის PR ასოციაციის“ პრეზიდენტი ქალბატონი ასტღიკ ავეტისიანი. ტრენინგ კურსის კოორდინატორი გახლდათ ქალბატონი ნელი გიშიანი.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრს TUMO-ს და ასევე ცნობილ სამოდელო სახლს „ELSI”-ს ეწვივნენ და მათ სამუშაო ტექნოლოგიებს გაეცვნენ. სტუმრებმა სომხეთის უძველესი ისტორიული ადგილები გარნი, გეჰარდი და ეჩმიაძინი მოინახულეს, ერთად იზეიმეს სომხეთის ფედერაციის დამოუკიდებლობის დღეც (29 მაისი) და შთაბეჭდილებებითა და ახალი გამოცდილებით დატვირთულნი 2 ივნისს საკუთარ ქვეყნებს დაუბრუნდნენ.