ღია კარის დღე EMT-ში

საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა პედაგოგებისა და ახალგაზრდებთან მომუშავე ლიდერებისთვის
 
თქვენ გაქვთ შანსი გაიაროთ 8-კვირიანი საერთაშორისო სასწავლო სერტიფიცირებული კურსი ინტერნეტით, სახლიდან გაუსვლელად. დამატებითი ხარჯების გარეშე.

თუ  მუშაობთ სკოლაში, ან არაფორმალური განათლების დაწესებულებაში (კლუბი, ასოციაცია, ცენტრი...). შეგიძლიათ პროგრამაში მონაწილეობა. ხარჯებს თქვენ არ გაიღებთ, ამაზე EMT-ის ადმინისტრაციამ იზრუნა. პროგრამას აფინანსებს Adobe და iEARN.
თქვენ ისწავლით როგორ შექმნათ ვიდეო და ფოტო თვალსაჩინოება მოსწავლეებისთვის და მოსწავლეებთან ერთად.

თქვენ უკვე უნდა იცოდეთ:
  • ინგლისური (გამართულად წერილობით)
  • ან რუსული (გამართულად წერილობით)
  • არ უნდა გიჭირდეთ კომპიუტერზე ოპერაციების შესრულება (ტექსტებზე მუშაობა, ფოტოების მარტივი დამუშავება, ინტერნეტში შესვლა, დოკუმენტების გადმოწერა, ფაილებთან და საქაღალდეებთან მუშაობა)

ღია კარის დღე გაიმართება განათლებისა და მართის გუნდში (EMT) 2014 წლის 25 აგვისტოს 18:30 სთ-დან.  www.ltdemt.blogspot.com

მონაწილეობით დაინტერესებული პირები გაეცნობიან პროგრამის დეტალებს, კონკურსში რეგისტრაციის პირობებს და შეხვდებიან წინა ნაკადების კურსდამთავრებულებს, რომლებიც გაუზიარებენ გამოცდილებას და აჩვენებენ შედეგებს.

კონკურსში შერჩეული პირებისთვის პროგრამა იწყება 15 სექტემბრიდან.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599556234 პავლე თვალიაშვილი