ქართველი პედაგოგები Adobe-ს პროგრამაში მონაწილეობენ

EMT-ის მეშვეობით iEARN და Adobe უნიკალურ 8-კვირიან კურსში 8 ქართველი მასწავლებელია ჩართული.

AYV (Adobe Youth Voices - ადოუბ ახალგაზრდული ხმები) საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა ლიდერებისა და პედაგოგებისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში ლიდერები და პედაგოგები სწავლობენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, მეთოდებსა და მიდგომებს. ეუფლებიან და იყენებენ adobe-ს ლიცენზირებულ პროგრამებს Adobe Photoshop Elements და Adobe Premier Elements-ს.

პედაგოგებმა უკვე გაიარეს 2 კვირის პროგრამები  ინგლისურენოვან და რუსულენოვან ჯგუფებში. დაწყებულია მე-3 კვირის დავალებები. მასწავლებლებს დავალებების შესრულებაში მოსწავლეები ეხმარებიან.