ახალგაზრდული ბანაკი მოხალისეებისთვის

EMT - განათლებისა და მართვის გუნდი და CISV- საქართველო იმ მოხალისეებს, რომლებმაც ძველი ოფიდიან ახალ ოფისში გადასვლის დროს დიდი შრომა გასწიეს, გადაიტანეს  ავეჯი, ტექნიკა და საკანცელარიო ნივთები, აჯილდოვებს 2-კვირიან ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობით თურქეთში.

პროექტი იმართება ერასმუს + ფარგლებში და მასში მონაწილეობას იღებს 36 ახალგაზრდა შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი, ხორვატია, იტალია, ესტონეთი, ბელორუსია და საქართველო;

პროექტი იმართება 1 დეკემბრიდან 14 დეკემბრამდე ქალაქ კაჰრამანმარაში, თურქეთი.
მონაწილეების მთავარი მიზანი იქნება არაფორმალური განათლების საშუალებით განივითარონ და შეიძინონ ახალი კომპეტენციები.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ჯგუფის წევრები იმსჯელებენ ხელოვნებაზე, შემოქმედებით უნარზე და მის გავლენაზე. ასევე, ისინი შეძლებენ თავად ჩაერთონ  შემოქმედებით აქტივობებში.

საქართველოს დელეგაციას წარმოადგენს EMT-ს და CISV-საქართველოს მოხალისე ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული გუნდი:

ლიდერი - მარიამი აბულაძე;
ბექა ნავერიანი;
ნიკა ბურჭულაძე;
სოსო ჭოლიკიძე;
საბა გიგიტაშვილი;
ნინო აბზიანიძე.

ვუსურვოთ მათ წარმატებული პროგრამა.


EMT და CISV-საქართველო კვლავაც გააგრძელებს მოხალისეებთან მუშაობას და მათ წახალისებას. გელით ჩვენთან, ახალ ოფისში საბურთალოზე, ბახტრიონის 7ა-ში პირველ სართულზე.