ქართველი ახალგაზრდები ხელოვნების საერთაშორისო ბანაკში.

1 დეკემბერს თურქეთში გაფრინდა 6 მონაწილისგან შემდგარი დელეგაცია, CISV-საქართველოდან და EMT-ის კლუბებიდან.

1-14 დეკემბერ თურქეთში, ქალაქ კაჰრამანმარაში საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტი იმართება.

მასში 4 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: თურქეთი, საქართველო, ხორვატია და იტალია.
ვიზიტის ფარგლებში ჯგუფები იმსჯელებენ ხელოვნებაზე და მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას: კომპიუტერულ გრაფიკაში, ტანსაცმლის დიზაინსა და სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევების განვითარებაში.

თურქეთში გამგზავრება ახალგაზრდებმა EMT და CISV-საქართველოს საქმიანობაში მოხალისეებად ყოფნით დაიმსახურეს.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის პროექტის "ერასმუს +" ფარგლებში, ამ სახსრებით უზრუნველყოფილია დელეგატების, მათ შორის ქართველი ახალგაზრდების ცხოვრება, კვება და მგზავრობა.