8-14 იანვრის პერიოდში ტიმოთესუბანში, ბაკურიანთან ახლოს, EMT-განათლებისა და მართვის გუნდის ორგანიზებით, გაიმართა ბანაკი "ლიდერული არდადეგები". მონაწილეები დღის განმავლობაში ესწრებოდნენ ტრენინგებს და ასრულებდნენ სახალისო აქტივობებს.
პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილი იყო ბაკურიანში ერთი დღის გატარება, რომელშიც შედიოდა: თხილამურზე და ციგაზე სრიალი და მხიარული სავარჯიშოები.
ბანაკი დასრულდა კარნავალით, სადაც სხვადასხვა აქტივობების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ ნომინციები. კარნავალის ბოლოს ყველამ ერთად გაუშვა მანათობელი ფარნები.
ბანაკის ოფიციალურ დახურვაზე ჯგუფის წევრებს გადაეცათ სერთიფიკატები.