საზაფხულო აკადემია პოლონეთის დედაქალაქში

7 დღე ვარშავაში პავლე თვალიაშვილთან ერთად

12-15 წლის მოსწავლეებისთვის. 19-25 ივნისი 2015 წ.

განმახორციელებელი ორგანიზაცია EMT- განათლებისა და მართვის გუნდი
მასპინძელი ორგანიზაცია პოლონეთში - “ეკონომიკური განათლების ფონდი”

პროგრამაშია:

არაფორმალური და ინფორმალური განათლების მეშვეობით
  • სემინარი: გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტები - ვიტოლდ სარტორიუსი (ევროკავშირის ექსპერტი, პოლონეთის, გერმანიის და საქართველოს სამთავრობო მრჩეველი, “ეკონომიკური განათლების ფონდი”-ს ხელმძღვანელი)
  • “ეკონომიკური განათლების ფონდი”-ს საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობა

პავლე თვალიაშვილთან (EMT დამფუძნებელი დირექტორი) და მარიამ მერაბიშვილთან (“ეკონომიკური განათლების ფონდი”-ს პროექტების დირექტორი) ერთად:
  • დროის მართვა
  • ფინანსების მართვა: ფულის კონვერტაცია. ფასების შედარებითი ანალიზი; დღიური ბიუჯეტის განკარგვა.
  • ქალაქის რუკის გამოყენება. მარშუტების დაგეგმვა და განხორციელება.
  • სატრანსპორტო საშუალებების (თვითმფრინავი, ტაქსი, მიკროავტობუსი, მუნიციპალური ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი, ტრამვაი, ტროლეიბუსი) გამოყენებების თავისებურებები
  • დღის რეჟიმის შესრულება
  • საბაზო ფოტოგრაფიის სემინარი და ნასწავლის პრაქტიკული გამოყენება ვარშავაში
  • ანგარიშგების მნიშვნელობა და ფორმები
  • საგანამანათლებლო პროგრამების განხორციელება CISV საქართველოსა და CISV პოლონეთის გამოცდილების მაგალითზე
  • EMT-ის და მისი საერთაშორისო პარტნიორების შემოთავაზებული პროგრამებისა და სერვისების მიმოხილვა
  • ვიზუალური, შინაარსობრივი, საგანმანათლებლო თვითშეფასებისა და ფინანსური ანგარიშის მშობლებისთვის წარდგენა საქართველოში  დაბრუნების შემდეგ.


შემეცნებით-გასართობი პროგრამა:
  1. ტური ვარშავის ძველი ქალაქში (მეორე მსოფლიო ომის დრო მთლიანად დანგრეული და შემდეგ შემორჩენილი ნახატებისა და სურათების მიხედვით აღდგენილი უბნები)
  2. შოპენის მუზეუმი (შოპენი-გამოჩენილი პოლონელი მუსიკოსი, არაერთი შესანიშნავი მუსიკალური კომპოზიციის შემქმნელი, მუზეუმში წარმოდგენილია მოღვაწეობის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალა, შესაძლებელია მისი კომპოზიციების მოსმენა. მუზეუმში შერწყმულია თანამედროვე ტექნიკის მიღწევები და კლასიკური მუსიკა)
  3. კოპერნიკის სამეცნიერო მუზეუმი (ამ მუზეუმში იხილავთ ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიას, პლანეტარიუმს. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ თვითონვე მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა სახალისო ექსპერიმენტებში)
  4. ეროვნული მუზეუმი (გამოფენიელია უძველესი ხელოვნების ნიმუშები (ეგვიპტური, პერძნული, რომაული) ასევე პოლონური, იტალიური, ფრანგული, გერმანული, რუსული მხატვრობის ნიმუშები).
  5. ზოოპარკი (500 სხვადასხვა სახეობის 5 000-ზე მეტი ცხოველი)
  6. კულტურისა და მეცნიერების სასახლე (სასახლე, რომელიც პოლონელებს სტალინმა უსახსოვრა. ვარშავის შესანიშნავი ხედი)
  7. ვილანოვის სასახლე (სამეფო საზაფხულო რეზიდენცია)
  8. პარკი ლაჟიენკი კრულევსკი (ვარშავის ყველაზე დიდი, სამეფო პარკი, რომელიც გადაჭიმულია 76 ჰექტარზე)
  9. სავაჭრო ცენტრი “ზვოტი ტარასი”  (საყიდლების დრო)
  10. გუნდური დავალებების შესრულება ქალაქში სხვადასხვა პუნქტებზე :)

პოლონური და სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციული კერძების დაგემოვნება.

მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატი.

ჯგუფში უნდა იყოს მინიმუმ 8 მონაწილე. პროგრამის საფასურია 490 ევროს ექვივალენტი ლარში, რასაც ემატება თვითმფრინავის ბილეთის თანხა.

საკონტაქტო ინფორმაცია 599556234 პავლე თვალიაშვილი
www.facebook.com/LTDEMT