EMT განათლებისა და მართვის გუნდმა (www.emt.ge) CISV-საქართველოსთან ერთად დაიწყო პროგრამაზე მუშაობა, რომლის მიზანია 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალური რეაბილიტაცია.
იგეგმება, რომ ორგანიზაციების ლიდერები მოხალისეობრივად განახორციელებენ აქტივობებს. დღის ბანაკის ტიპის ღონისძიებებს საბურთალოზე, ბახტრიონის 7ა-ში მდებარე ოფისი მოემსახურება და უფასო იქნება სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის 10-13 და 14-18 წწ.
EMT და CISV-საქართველო მხარში დაუდგება იმ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რომლებმაც დიდი სტრესი მიიღეს მიიღეს და საცხოვრებელი დაკარგეს.
ვისაც სურს პარტნიორობა ამ პროექტში, გთხოვთ შეგვეხმიანოთ.www.facebook.com/ltdemt
cisv.georgia@gmail.com მობ.: 599556234
cisv.georgia@gmail.com მობ.: 599556234
P.S. აქვე აღვნიშნავთ რომ ჩვენი ორგანიზაციების პროგრამების ლიდერებმა, ახალგაზრდებმა და მშბლებმა: შეაგროვეს დახმარება, გასწიეს სხვადასხვა ტიპის მოხალისეობრივი სამუშაო: როგორც ქუჩებში, ასევე პუნქტებზე.
დახმარება გაგრძელდება.
დახმარება გაგრძელდება.