EMT- პედაგოგთა კლუბში რეგისტრაცია დაიწყო


 EMT -პედაგოგთა კლუბში ახალი სეზონის მონაწილეების მიღება გამოცხადდა.

 კურსის პროგრამა განკუთვნილია:

• პედაგოგებისათვის რომლებიც მუშაობენ 7-12 ან 13-17 წლის მოსწავლეებთან;

• ფსიქოლოგებისათვის;

• დამრიგებლებისათვის;

• სტუდენტებისათვის;

• განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის;

• მათთვის ვინც აპირებს საგანმანათლებლო ცენტრებში, კლუბებში, ორგანიზაციებში მოზარდებთან მუშაობას.



ტრენინგ პროგრამის მიზანია მონაწილეებმა შეძლონ:სასკოლო კონფლიქტების მართვა მოსწავლეებში ცხოვრებისეული ფასეულობების ქცევებში გამომუშავების გზით და შექმნან ღირებულებებზე დაფუძნებული საკლასო ატმოსფერო.

• მოსწავლეებში განავითარონ პიროვნული და სოციალური ფასეულობები;

• მოახდინონ ფასეულობითი განათლების ინტეგრირება სხვადასხვა საგანში და არასაკლასო მუშაობის პროცესში;

• დაგეგმონ და ჩაატარონ ფასეულობითი გაკვეთილები, ღონისძიებები;

• შეძლონ ტექსტების შექმნა და ანალიზი;


თუ გსურთ: ისწავლოთ, ასწავლოთ, განიმუხტოთ ან დაიმუხტოთ ბევრი პოზიტივით და სხვადასხვა უნარით, მაშინ მიყევით ლინკს, გაეცანით  და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: 



გისურვებთ წარმატებას!