ტრენინგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

ხუთშაბათს, 1 ოქტომბერს EMT-განათლებისა და მართვის გუნდის ოფისში ჩატარდა ტრენინგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. აღნიშნული ტრენინგი იყო პრიზის სახით გადაცემული საჩუქარი, ილიაუნის სტუდენტური კლუბის  "Festina Lente"-ს მიერ  ორგანიზებული ინტელექტუალური შეჯიბრის 2 გამარჯვებული გუნდისთვის.


ტრენინგის  თემა გახლდათ " სტერეოტიპები - ჩარჩოებს მიღმა აზროვნება".
მონაწილეები დიდი ინტერესით და ხალისით ჩაევრთნენ აღნიშნულ შეხვედრაში  და დასრულებისას ძალიან მაღალი შეფასება მისცეს ჩატარებულ ტრენინგს.
თითოეულ მათგანს გადაეცა განათლებისა და მართვის გუნდის სერთიფიკატი.
ჯგუფის წევრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ განაგრძონ თანამშრომლობა EMT-ს  სხვა პროგრამებშიც.