EMT - განათლებისა და მართვის გუნდი გთავაზობთ ტრენინგ-კლუბებს გლდანში


  • გსურთ გაიზარდოთ პიროვნულად და თან კარგად გაერთოთ?  
  • გსურთ თავი იგრძნოთ ლიდერის და ხელძღვანელის როლში?
  • იცით ბევრი რამ და ფიქრობთ კარგი იქნება თუ ამას სხვებსაც ასწავლით?
  • გიზიდავთ საინტერესო სავარჯიშოები, თავსატეხები და უცნაური ამოცანები?
  • გიზიდავთ ბანაკებში და ექსკურსიებზე დაუვიწყარი დროის გატარება?
  • გინდათ გყავდეთ მეგობრები საქართველოში და უცხოეთში?
  • გინდათ ისეთი რამ ისწავლოთ, რაც ბევრმა უფროსმაც არ იცის?
თუ ერთ კითხვაზე მაინც თქვენი პასუხია „დიახ“, მაშინ განათლებისა და მართვის გუნდი- EMT გიწვევთ მომავალი ლიდერების კლუბში გლდანის ფილიალში. 

EMT-ს ადამინისტრაცია მოხარულია, რომ შესაძლებლობა გვაქვს შემოგთავაზოთ კლუბი გლდანში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით  სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის ხელმძღვანელებს.



ვის?
9-იდან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეებს.


ვინ ვართ ჩვენ?
„განათლებისა და მართვის გუნდი“ 2012 წლიდან მუშაობს და აერთიანებს ფორმალური და არაფორმალური განათლებისახალგაზრდობისა და ზრდასრულთა განათლების სფეროს ეროვნული და საერთაშორისო გამოცდილების მქონე მაღალი კომპეტენციის სპეციალისტებს. 9-იდან 30 წლამდე ახალაგზრდებს ვთავაზობთ ტრენინგ-პროგრამებს, საერთაშორისო და ეროვნულ ბანაკებს, ახალგაზრდულ გაცვლებსა და შეხვედრებს.


რა არის მომავალი ლიდერების კლუბი?
მომავალი ლიდერების კლუბის პროგრამები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის შეიქმნარათა მათ ადრეული ასაკიდან დაიწყონ ტოპ-მენეჯერის/ლიდერის უნარების შეძენა. 


რას გთავაზობთ კლუბი?
  • სახალისო და საინტერესო აქტივობებს, სავარჯიშოებს;
  • თამაშებს;
  • თავსატეხებსა და ამოცანებს;
  • განხილვებს, კამათსა და დებატებს;
  • ცირე ლექციებს საინტერესო თემებზე;
  • ლიდერობასა და გუნდურ აქტივობებს
  • ნამუშევრების პრეზენტაციებსა და გამოფენებს
  • სწავლას კეთებით;
  • პროფესიონალთა გუნდის მიერ შემუშავებულ ტრენინგ პროგრამებს;
  • პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას;
  • პოზიტიურ გარემოს;
  • შესაძლებობას თავად დაგეგმოთ ღონისძიებები;
  • სერტიფიკატს.


კიდევ რა დამატებით შესაძლებლობას გთავაზობთ?
  • ჩვენს ორგანიზაციაში მოხალისეობას;
  • ზაფხულისა და ზამთრის ეროვნულ ბანაკებს;
  • საერთაშორისო გაცვლებსა და ბანაკებს;
  • ექსკურსიებსა და ლაშქრობებს;
  • სხვა კლუბებს და ტრენინგებს;
  • რეკომენდაციას სხვადასხვა საერთაშორისო ბანაკში მონაწილეობისათვის ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელებში.


სად ტარდება ტრენინგები?
სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის შენობაისამართი: თბილისი, გლდანი, იპოლიტე-ივანოვის ქ. #10.


როდის ჩატარდება ტრენინგები?
შეხვედრები ჩატარდება შაბათობით 21 ნოემრიდან - 26 დეკემბრის ჩათვლით. სულ 6 შეხვედრა. ერთი შეხვედრის ხანგრძლოვობაა 2 საათი. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სამუშაო საათები შემდეგია:
  • I ჯგუფი, 9-12 წლის ასაკის მონაწილეები, 11:00 – 13:00 სთ.
  • II ჯგუფი, 13-17 წლის ასაკის მონაწილეები, 14:00 – 16:00 სთ.


ფასიანია თუ არა ტრენინგები?
დიახ. სრული კურსის საფასურია 90 ლარი. ამ თანხაში შედის ტრენინგების და სწავლების ხარჯებიმასალებისაკანცელარიო საქონელი და ადმინისტრაციული ხარჯები. 


როგორ დავრეგისტრირდეთ?

გთხოვთ, დააჭიროთ აქ და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 2015 წლის 18  ნოემბრამდე.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ელ.ფოსტა: emt.apply@gmail.com
მობ: 577130216, 599556234
www.emt.ge
www.facebook.com/ltdemt


გისურვებთ წარმატებას!