კონფერენცია ილიას უნივერსიტეტში


 EMT-ს და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის "ფესტინა ლენტე"-ს  ერთობლივი ორგანიზებით 23 აპრილს ჩატარდა კონფერენცია თემაზე: "პროფესიის სწორად არჩევის როლი ქვეყნის განვითარებისთვის".

მონაწილეების შერჩევა მოხდა სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე. თითოეულმა მათგანმა მოამზადა 5-7 წუთიანი მოხსენება აღნიშნულ თემაზე და წარადგინა ჟიურის წინაშე.

გამოვლინდა 3 საუკეთესო პრეზენტატორი.

კონფერენციის ყველა წევრს გადაეცა სხვადასხვა სახის პრიზი.