EMT/SIQA/CISV-ს კიდევ ერთი ინტერაქტიული ბანაკი თქვენთვის !!!!





ინტერაქტიულ-შემეცნებითი ბანაკი "ცხრაკლიტული 2" მათთვის, ვისაც სურს დაუვიწყარი და ემოციებით სავსე 8 დღე გაატაროს, ბორჯომის ხეობაში, 2016 წლის ზაფხულში.
ბანაკი მათთვის, ვისაც სურს ინტერაქტიულ აქტივობებში მონაწილეობა, IQ-ს ამაღლება, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება რთულ და მოულოდნელ სიტუაციებში. 
ბანაკის მათთვის, ვისაც უბრალოდ სურს გამოცდილ გუნდთან ერთად, კიდევ ერთ ბანაკში მონაწილეობა !

]ბანაკის ვადები: 23-30 ივლისი, 2016 წელი;

მონაწილეობა შეუძლია ყველას:
ვინც არის 10-17 წლის ასაკის;
ვისაც აქვს სურვილი გაიუმჯობესოს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარები და გაიმარჯვოს სირთულეებზე;
ვისაც სურს შეისწავლოს უამრავი აქტივობა, რომელსაც მომავალში გამოიყენებს თანატოლებთან ურთიერთობის დროს;
ვისაც უნდა დაუვიწყარ და პოზიტიურად დამუხტული ბანაკში მიიღოს მონაწილეობა, რომლის თითოეულ დღესაც ახალი თავგადასავალი იხსნება.

გარდა ამ მონაწილეებისა, ბანაკში წამოსვლა შეუძლიათ ახალგაზრდებს 18 წლიდან ზემოთ, რომლებისთვისაც პროგრამა განსხვავებული კუთხით იქნება წარმოდგენილი. ისინი ისწავლიან ბანაკის სამუშაო განრიგის შედგენას, დეტალებზე ორიენტირებას და ლიდერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე მუშაობას.



ბანაკის სპეციფიკა:
მონაწილეთა რაოდენობა იქნება 25 ბავშვი. ისინი დაიყოფიან 5-6 კაციან ჯგუფებად. თითოეულ დღეს ყველა გუნდს მოუწევს სხვადასხვა სახალისო სირთულის გადალახვა. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ერთი ფერადი გასაღები, ხოლო საბოლოოდ შეკრებილი 9 ფერადი გასაღები გახსნის "დიდ საიდუმლოს" ბანაკის ბოლო დღეს.

ბანაკის მიზანს წარმოადგენს ის, რომ მონაწილეებმა ხალისით გაიუმჯობესონ ლიდერობის და გუნდურობის უნარ-ჩვევები, დამოუკიდებლად, ან გუნდის დახმარებით გაართვან თავი რთულ სიტუაციას. მინი ტრენინგებისა და აქტივობების მეშვეობით აიმაღონ IQ და სტრატეგიული აზროვნება.

8-დღიანი პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

1. გუნდური და ინდივიდუალური სახალისო, შემოქმედებითი და ინტერაქტიული აქტივობები;
2. ტრენინგები და მინი ლექციები რომელიც ორიენტირებული იქნება IQ-ს ამაღლებაზე, სტრატეგიულ აზროვნებასა და სიტუაციური ლიდერის უნარების განვითარებაზე;
3. ფორტი ბოიარდის ტიპის თამაში რეკრეაციულ ზონაში - სპორტულ-ინტელექტულური სავარჯიშოები - ვსწავლობთ კეთებით;
4. დღის და საღამოს თამაშები, სივრცეში ორიენტირებისა და გუნდთან ერთად გადაწყვეტილებების მისაღებად;
5. Welcome Party/საღამოს აქტივობები/კარნავალი/სერტიფიკატების საზეიმო გადაცემა.

სამუშაო გუნდი: შედგება კვალიფიცირებული 4 ლიდერისგან, რომელნიც არაერთხელ ყოფილან საერთაშორისო და ადგილობრივ ბანაკებში ლიდერებად, ატარებენ ტრენინგებს სახვადასხვა თემებზე, ფლობენ პირველადი გადაუდებელი დახმარების უნარებს და შეუძლიათ საგანგებო სიტუაციებში სწრაფი რეაგირება.

ბანაკის მდებარეობა: ბანაკი გაიმართება ბორჯომის ხეობაში. კომფორტულ და კეთილმოწყობილ სასტუმროში, რომელიც აღჭურვილია: 3-4 ადგილიანი ოთახებით (თითოეულ ოთახს გააჩნია საკუთარი სველი წერტილი, ტელევიზორი), ამასთანავე მყუდრო სასადილო, მცირე სპორტული მოედანი, სათამაშო სივრცე, საცურაო აუზი.
მიმდებარე ტერიტორიაზე არის ტყე-პარკები, სპორტული მოედნები და სავარჯიშო ზონა. უახლოესი ამბულატორია მდებარეობს 10 წუთი სავალ გზაზე.


ღირებულებაში მოიცავს:სასტუმროში ცხოვრება;
კვება;
მგზავრობა;
ბანაკის მაისური;
პროგრამის ხარჯები (სპორტული ინვენტარი, სააზროვნო მაგიდის თამაშები და ა.შ);
ფოტო მომსახურებას და სამახსოვრო ვიდეოკლიპს;
უამრავი სახალისო და შემოქმედებითი აქტივობა.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა:
მონაწილეობის ღირებულება:490.00 ლარი.

რეგისტრაცია გრძელდება 17 ივლისამდე

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბანაკის დირექტორს, თორნიკე ყიყიშვილს:
557 199 421

დამატებითი საკონტაქტო პირი:
599 556 234 - პავლე თვალიაშვილი;
599 455 233 -თეონა ბუაძე.