ბანაკი ბაკურიანში

შპს. განათლებისა და მართვის გუნდი EMT გთავაზობთ ტრადიციულ ქართულ-ინგლისურენოვან ტრენინგ-ბანაკს "ლიდერული არდადეგები 3"

ბანაკი "ლიდერული არდადეგები 3" დაგეგმილია მოსწავლეებისთვის, რომელთაც სურთ დაუვიწყარი და ემოციებით სავსე  დღეები გაატარონ ბაკურიანში, 2017 წლის ზამთარში.

ბანაკი მათთვისაა, ვისაც სურს: ახალ და ძალიან საინტერესო აქტივობებში მონაწილეობა; ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის გაუმჯობესება; ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება.

ბანაკი მათთვის, ვისაც უბრალოდ სურს EMT-ს გამოცდილ გუნდთან ერთად კიდევ ერთ ბანაკში მონაწილეობა!

ბანაკის დღები
8-15 იანვარი
 ფასია 620 ლ.

მონაწილეობა შეუძლია ყველას:
ვინც არის 11-16 წლის ასაკის;
ვისაც აქვს სურვილი გაიუმჯობესოს დამოუკიდებლად ცხოვრების და ლიდერული უნარები;
ვისაც სურს შეისწავლოს უამრავი აქტივობა, რომელსაც მომავალში გამოიყენებს თანატოლებთან ურთიერთობის დროს;
ვისაც სურს თავად დაგეგმოს და განახორციელოს საინტერესო აქტივობები და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს;
ვისაც უნდა დაუვიწყარ და პოზიტიურად დამუხტულ ბანაკში მიიღოს მონაწილეობა, რომლის პერიოდშიც თითოეულ დღეს თავისი სპეციფიური მიმართულება ექნება!

გარდა მოსწავლეებისა  ბანაკში წამოსვლა შეუძლიათ ახალგაზრდებს 18 წლიდან ზემოთ, რომლებისთვისაც პროგრამა განსხვავებული კუთხით იქნება წარმოდგენილი. ისინი ისწავლიან ბანაკის სამუშაოს განრიგის შედგენას, დეტალებზე ორიენტირებას და ლიდერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე მუშაობას.

8-დღიანი პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- გუნდური და ინდივიდუალური სახალისო, შემოქმედებითი და ინტერაქტიული აქტივობები;
- ტრენინგები და მინი ლექციები რომელიც ორიენტირებული იქნება ინგლისური ენის პრაქტიკულ გამოყენებაზე, სტრატეგიულ აზროვნებასა და სიტუაციური ლიდერის უნარების განვითარებაზე;
- ფორტი ბოიარდის ტიპის თამაში რეკრეაციულ ზონაში - სპორტულ-ინტელექტულური სავარჯიშოები - ვსწავლობთ კეთებით;
- დღის და საღამოს თამაშები, სივრცეში ორიენტირებისა და გუნდთან ერთად გადაწყვეტილებების მისაღებად;
- საერთაშორისო ბანაკის გამოცდილების დანერგვას, რაც გულისხმობს თითოეული მონაწილის გააქტიურებას სხვადასხვა როლის მიხედვით;
- Welcome Party/საღამოს აქტივობები/ცეკვები/კარნავალი/სერტიფიკატების საზეიმო გადაცემა.

სამუშაო გუნდი: შედგება კვალიფიცირებული ლიდერ-ტრენერებისგან, რომელნიც არაერთხელ ყოფილან საერთაშორისო და ადგილობრივ ბანაკებში ლიდერებად, ატარებენ ტრენინგებს სხვადასხვა თემებზე, ფლობენ პირველადი გადაუდებელი დახმარების უნარებს და შეუძლიათ საგანგებო სიტუაციებში სწრაფი რეაგირება, კარგად იცნობენ ბავშვთა ფსიქოლოგიას და აქვთ ნამუშევარი რთული ქცევის ბავშვებთანაც.

ბანაკის სიცრცის შესახებ ბაკურიანში: ბანაკი გაიმართება სასტუმროში, რომელიც აღჭურვილია 3 და 4-ადგილიანი ოთახებით (თითოეულ ოთახს გააჩნია საკუთარი სველი წერტილი), ამასთანავე კომფორტული სასადილო, სათამაშო სივრცე.
მიმდებარე ტერიტორიაზე არის ტყე-პარკები, სპორტული მოედნები და სავარჯიშო ზონა. უახლოესი ამბულატორია მდებარეობს 10 წუთის სავალ გზაზე.

ბანაკის ღირებულებაში შედის:
სასტუმროში ცხოვრება;
კვება;
მგზავრობა;
პროგრამის ხარჯები (სპორტული ინვენტარი, სააზროვნო თამაშები და ა.შ);
უამრავი სახალისო და შემოქმედებითი აქტივობა.

მონაწილეობის ღირებულება: 590 ლარი პირველ ნაკადზე, და 620 ლარი  მეორე ნაკადზე.


  • რეგისტრაცია გრძელდება 25 დეკემბრამდე (2016 წ).

ჯგუფის დაკომპლექტების შემთხვევაში კი დასრულდება უფრო ადრე.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
http://webanketa.com/forms/68r36d9r6wqk4c31crr3cdss/

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
595 EMT EMT (595 368 368);
დამატებითი საკონტაქტო პირი:
599 556 234 - პავლე თვალიაშვილი;
www.emt.ge