პირველი ნაკადი, 12-14 მაისი, 2017
სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
და EMT - განათლებისა და მართვის გუნდი
გ თ ა ვ ა ზ ო ბ თ
მშობლებსა და შვილებს (10-14 წ.) ერთად გაატაროთ სამი დღე და
ჩაერთოთ საბანაკე აქტივობებში კომფორტულ გარემოში, ბაზალეთში, სასტუმრო „გრიფინი“
მშობლები და შვილები ერთად ახალ რეალობაში - გაიცანით ერთმანეთი განსხვავებულ რაკურსით.
პროგრამა ხორციელდება გამოცდილ ტრენერებთან, ფსიქოლოგთან და ევროპელ ლიდერთან ერთად.
ერთობლივი აქტივობები მშობლებისა და შვილებისათვის:
• ინტერაქტიული თამაშები და მხიარული ენერჯაიზერები ხელს შეუწყობს მშობლებისა და შვილების დაახლოებას, მათში თანამშრომლობის, კომუნიკაციის, გუნდურობისა და ინიციატივის რეალიზების უნარების განვითარებას.
• კრეატიული და სასარგებლო ნივთების დამზადება და შექმნილ ნაკეთობების გამოფენა;
• ვიქტორინა - რამდენად კარგად იცნობთ ერთმანეთს;
• მხიარული სტარტები - მშობლებისა და შვილების თანამშრომლობითი აქტივობები,
• მშობელთა კლუბი - საუბრები ფსიქოლოგთან : ბავშვთა პრობლემები და მათი მოგვარების გზები, ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებები, აღზრდისა და განვითარების თანამედროვე თეორიების გაცნობა და პრაქტიკაში გამოყენება, ბავშვებთან ეფექტური ურთიერთობის ფორმები;
• დისკუსია თაობებს შორის ორივე მხარისათვის აქტუალურ საკითხებზე (მაგ: როგორ გავატაროთ თავისუფალი დრო, მშობლის როლი კარიერის არჩევაში, სოციალური მედიისა და ინტერნეტისათვის დროის გამოყოფა/დათმობა და ა.შ.)
• ტალანტ შოუ- სიმღერებისა და ცეკვების კარაოკეები , პერფომანსები და სხვა..
პროგრამაში მონაწილეობა, განთავსება ორ ადგილიან ნომრებში და სამჯერადი კვება -
1 ადამიანი 240 ლარი;
მონაწილეობის მსურველებმა საჭიროა შეავსონ ონლაინ ანკეტა:
http://webanketa.com/forms/68rkcc1g60qk0shkcgtp2sb2/
საკონტაქტო პირები:
პავლე თვალიაშვილი: 599 556234
გვანცა თვალიაშვილი: 595 368368