„მეხსიერების აკადემია“

    9 ოქტომბერს EMT ოფისში გიორგი ცინარიძის ორგანიზებით დაიწყო „მეხსიერების აკადემიის“ შეხვედრები. ეს არის პროექტი მათთვის, ვისაც,  სურს ისწავლოს მარტივად და ხარისხიანად.


    პროექტი გაგრძელდება ოთხი კვირის განმავლობაში (9-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით).   
    აღნიშნულმა ტრენინგ-კურსმა, რომელიც მეხსიერების გაუმჯობესებას ითვალისწინებს, საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია.
კურსის გავლის შემდეგ კი მონაწილეებს ექნებათ ნებისმიერი ინფორმაციის ადვილად ათვისებისა და დამახსოვრების შესაძლებლობა, კერძოდ, შეეძლებათ, ისწავლონ ნებისმიერი სირთულის ენა მარტივად, სამჯერ გაზარდონ კითხვის ხარისხი, დაიმახსოვრონ რიცხვები მომენტალურად და ასევე დაიმახსოვრონ ნებისმიერი ინფორმაცია სამუდამოდ.
   

     აღნიშნულმა ტრენინგ-კურსმა, რომელიც მეხსიერების გაუმჯობესებას ითვალისწინებს, საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. მონაწილეობის მსურველ პირთა ასაკი შეზღუდული არ იყო.