მომავალ ლიდერთა ტრენინგ-კურსი 2018


📣EMT ტრადიციულად გთავაზობთ მომავალ ლიდერთა ტრენინგ-კურსს, რომლის მიზანია :
✔მოზარდებმა ადრეული ასაკიდან დაიწყონ ლიდერის უნარების შეძენა არაფორმალური განათლების მეთოდებით.

✔ ტრენინგ-კურსი ხელს უწყობს მოზარდში ისეთი პიროვნული თვისებების განვითარებას, როგორიცაა: დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, პასუხისმგებლობა, ფინანსებისა და დროის მართვა.
✔ მონაწილეები საკუთარ თავზე გამოცდიან სხვადასხვა გამოწვევებს/სიტუაციებს, საიდანაც გამოაქვთ დასკვნები გამოცდილი უფროსების მხარდაჭერით.
✔ ხდება სიახლეების მიმღებლობის გაზრდა და ურთიერთობის გაუმჯობესება თანატოლებთან და უფროსებთან.

მომავალ ლიდერთა საბაზო ტრენინგ-კურსი მოიცავს 13 შეხვედრას, შემდეგი თემებით:
1. გაცნობა - ჯგუფური შეთანხმება
2. ყინულის დნობა, ჯგუფის შეკვრა
3. პატივისცემა
4. ეფექტური კომუნიკაცია
5. გუნდურობა
6. ლიდერობა
7. სტერეოტიპები
8. კულტურული მრავალფეროვნება
9. შემოქმედებითობა
10. პასუხისმგებლობა
11. პრეზენტაციის უნარები
12. ლოგიკური აზროვნება / დაკვირვება
13. ბოლო შეხვედრა: კურსის დახურვა.

თითოეული შეხვედრის/ტრენინგის ხანგრძლივობაა 2 საათი.

დაიწყება 2018 წლის იანვრის ბოლო შაბათ-კვირიდან.

ეს არის საბაზო კურსი, შეხვედრები ჩატარდება 2 ასაკობრივ ჯგუფში:
🔼 9-დან 12- წლამდე, კვირას, 11:00 - 13:00 სთ.
🔼 13-დან 17 -წლამდე, კვირას, 13:30 - 15:30 სთ.

ხანგრძლივობა 3 თვე.

ტრენინგ - კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
კურსის ღირებულებაა: 79 ლარი თვეში.

რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს:
რეგისტრაცია გაგრძელდება 26 იანვრის ჩათვლით. რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, თითოეულ აპლიკანტს მითითებულ ნომერზე დაუკავშირდება EMT-ის წარმომადგენელი.


*******
ლიდერთა მუდმივმოქმედი კლუბი - 2018 წლის თემით - „მომავალ მეწარმეთა სკოლა“

✔მათ, ვისაც უკვე გავლილი აქვთ საბაზო ტრენინგ-კურსი, შეუძლიათ ჩაერთონ ლიდერთა მუდმივმოქმედ კლუბში, სადაც უკვე მონაწილეებს თვითონ უწევთ აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.

2018 წლის თემაა მეწარმეობის საფუძვლები.

„მომავალ მეწარმეთა სკოლა“ შაბათობით იმუშავებს ბახტრიონის ოფისში

2სთ და 30 წთ, ყოველ შაბათს, 15:00სთ-დან - 17:30 სთ-მდე.
ასაკი: 12 წლიდან - 15 წლამდე.

ტრენინგ - კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

კურსის ღირებულებაა: 79 ლარი თვეში.

რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს:
http://webanketa.com/forms/68sk8d1n68qp2rb16ms38rhn/

საკონტაქტო ნომერი: 595 368 368 მანჩო

www.EMT.ge