"კოგნიტური ბროწეული" გიწვევთ სკოლებს, ბაღებს, საგანმანთლებლო ორგანიზაციებს, განმანათლებლებს

შესაძლებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ვინც დაინტერესებულია ბავშვებისთვის განსაკუთრებული პროექტების შეთავაზებით!


საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებს, ასევე ბაღებსა და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს შპს “განათლებისა და მართვის გუნდი” (EMT) გთავაზობთ სერვისს:
"საგანმანათლებლო თანამშრომლობითი განვითარების პროექტი - კოგნიტური ბროწეული".
დევიზით: “გახსენი და აღმოაჩინე 1000 შესაძლებლობა”

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია “სიქა”-ს მხარდაჭერით და ემსახურება მდგრადი განვითარების მიზნებს.

პროეტის ფარგლებში დაგეგმილია:
სკოლის, ბაღის, საგანმანათლებლო ორგანიზაციების მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართვა საერთაშორისო პროექტებსა და პროგრამებში:
  • ფინური გარემოსმცოდნეობითი პროგრამა ENO;
  • გლობალური პროგრამა iEARN (100-მდე თემატური პროექტი სხვადასხვა საგანში, ასაკისა და ენების მიხედვით).
მოხდება:
  • საგანამანათლებლო რესურსების მიწოდება ელექტრონულად;
  • საერთაშორისო შესაძლებლობების გაზიარება;
  • სკოლის ან ბაღის მიერ შერჩეული, ინგლისურის მცოდნე 1 წარმომადგენლის (მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი, კლუბის ხელმძღვანელი, დამრიგებელი…) გადამზადება და მონაწილეობა დამატებით  სემინარებში წლის განმავლობაში;
  • სკოლის სხვა მასწავლებლებისთვის პროგრამებზე ხელმისაწვდომი კოდების გადაცემა;
  • საზღვარგარეთის სკოლებთან და ბაღებთან  დამეგობრების ხელშეწყობა;
  • სკოლის სახელით წარსადგენი საგრანტო ან განვითარების პროექტის მომზადებაში დახმარება;
  • უფასო ონლაინ კონსულტაციები.

შედეგად მივიღებთ:
  • პროფესიულ განვითარებას;
  • საერთაშორისო პროექტების დანერგვას საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • ენების განვითარებას;
  • პარტნიორობას მსოფლიო დონეზე;
  • ბევრ სიახლეს;
  • მოტივაციის ამაღლებას მოსწავლეებსა და მასწავლებლებში;
  • ბევრ სათემო აქტივობას;
  • კვლევითი, ანალიტიკური და საპრეზენტაციო უნარების განვითარებას;
  • ფორმალური განათლების ხელშეწყობა არაფორმალური განათლების პროექტების მეშვეობით;
  • ორგანიზაციისა და წარმომადგენლების ცნობადობის ამაღლებას.

პროექტში “კოგნიტური ბროწეული” მონაწილეობა სკოლისთვის თვეში 25 ლარი. ერთიანად გადახდის შემთხვევაში სასწავლო წლის გადასახადი 200 ლარი.

ორგანიზაციიდან, სკოლიდან და ბაღიდან პროექტებში შესაძლოა ჩაერთონ მოსწავლეები და უფროსები რაოდენობის შეუზღუდავად, მათივე შერჩეული წარმომადგენლის (საკონტაქტო პირის/ლოკალური კოორდინატორის) მეშვეობით.

მასწავლებლებსა და ახალგაზრდული მუშაკების პროექტში  “კოგნიტურ ბროწეული” ინდივიდუალურად ჩართვის (ორგანიზაციისგან დამოუკიდებლად)  შემთხვევაში ფასი თვეში 15 ლარია. წლის თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში 120 ლარი.

პირველ ეტაპზე პროექტი გათვლილია 25 ადგილზე (ლოკალური კოორდინატორი ან ინდივიდუალური წევრი).

პროექტის “კოგნიტური ბროწეული” და ორგანიზაციის (EMT) ხელმძღვანელი:
პავლე თვალიაშვილი. მობ.: 599556234
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ www.EMT.ge

დაინტერესებული პირებმა აუცილებლად დაარეგისტრირეთ gmail-ზე ელ ფოსტა და შემდეგ შეგვეხმიანეთ emt.apply@gmail.com
Subject-გრაფაში მიუთითეთ: კოგნიტური ბროწეულის წევრობა

მადლობა დაინტერესებისთვის.