,, გაზიარება ზრუნვაა "

    7 ივნისს, (EMT) შეხვედრების ციკლის "გაზიარება ზრუნვაა" ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა: როგორ ვმართოთ სოციალური მედია.
შეხვედრის მიზანი იყო - დამსწრეებისთვის გაეცნოთ, რა არის სოციალურ მედია და რა შესაძლებლობები აქვს Facebook-ს და Instagram-ს თქვენი ბიზნესის(ბიზნეს იდეის) წარმატებისთვის.
შეხვედრას გაუძღვა: ლანა დარჯანია, კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის მაგისტრი, ინოვაციური განათლების ფონდის ორგანიზებული - სოციალური მედია მარკეტინგისა და ვებპროგრამირების
წარმატებული კურსდამთავრებული.


განხილული თემები :
• რა არის სოციალური მედია?
• მისი ტექნიკური მხარეები და შესაძლებლობები;
• Facebook და Instagram;
• Facebook გვერდის შექმნა და მისი ტექნიკური დეტალები;
• როგორ მოვიზიდოთ მეტი მომხმარებელი.
P.S. პროექტი არ არის ვინმეს მიერ დაფინანსებული. "გაზიარება ზრუნვაა" შეხვედრების ციკლი ტარდება EMT-ის დამფუძნებლის პავლე თვალიაშვილის ინიციატივით, მოხალისეთა გუნდის ჩართულობით და ორგანიზებით. მოწვეული სტუმრებიც არ იღებენ ჰონორარს.