ინგლისურენოვანი სასწავლო აკადემია ვენასა და ჰალშტატში

 


🥳ინგლისურენოვანი სასწავლო აკადემია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში და ჰალშტატში.

✅სლოვაკეთის, ავსტრიის, პოლონეთისა და სომხეთის სასწავლო აკადემიების (2017-2020 წწ.) წარმატებულად დასრულების შემდეგ EMT კვლავ გთავაზობთ ახალ შესაძლებლობას მიიღოთ გამოცდილება და დაუვიწყარი დღეები გაატაროთ ჩვენთან ერთად.

✅მარიამ და პავლე თვალიაშვილები გიწვევთ 11-17 წლის ახალგაზრდებს სათავგადასავლო შემეცნებით ტურში ვენასა და ჰალშტატში 5-9 მაისს. 5 დღის განმავლობაში მონაწილეები ესტუმრებიან სასწავლო ცენტრებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, მუზეუმებს, ღირსშესანიშნავ ადგილებს, მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმვასა და დამოუკიდებლად ცხოვრებაში.

😍მონაწილეები მოინახულებენ ალბერტინას მუზეუმს, სადაც ცნობილი მხატვრების ნამუშევრებია განთავსებული. დამოუკიდებლად გაართმევენ დავალებებს თავს (CITY GAME) და გამოიმუშავებენ ისეთ საჭირო უნარებს, როგორებიცაა ვალუტის გაცვლა, მეტროში და საქალაქო ტრანსპორტში ნავიგაცია, არამშობლიურ ენაზე კონტაქტი, საკუთარი ფინანსების მართვა, დღიური ბიუჯეტის განაწილება, ქვეყნისა და პროგრამის წარდგენა სხვა ადამიანების წინაშე და სხვა.

💡შემეცნებით დავალებებთან ერთად დროს გაატარებენ ხალისიანად, ესტუმრებიან ადგილობრივ ვენურ კაფეებს, პარკებს, ჰუნდერტვასერის ულამაზეს არქიტექტურულ ძეგლებს და მრავალ უნიკალურ ადგილს.

❗️სასწავლო აკადემიაში მონაწილეობის საფასურია 895 ევრო (ექვივალენტი ლარში). მოიცავს:

✈️ თვითმფრინავის ორმხრივი ბილეთი თბილისი-ვენა-თბილისი (Turkish Airlines)
🏨 სასტუმროში განთავსება;
🥗 სამჯერადი კვება;
🚉 ჰალშტატში წასასვლელი მატარებლის ორმხრივი ბილეთი; (ვენა-ჰალშტატი-ვენა)
🚃 შიდა ტრანსპორტი ვენაში;
🌠 ალბერტინას მუზეუმი და ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმი;
✅ სხვადასხვა ორგანიზაციების მონახულება (საგანმანათლებლო, განვითარების, საერთაშორისო, დიპლომატიური);
👩🏻‍💼 3 ტრენერის მომსახურება;
🧠 სასწავლო, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები;
📃 ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.

✉️შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

557008757 მარიამი
599556234 პავლე

✅რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://forms.gle/33PsGVjC4DWDLMzZ6