სასწავლო აკადემია გერმანიაში



შემდეგი მიმართულება: ბერლინი და ლაიფციგი 

🇩🇪EMT-ის სასწავლო აკადემია ბერლინსა და ლაიფციგში 2023

✈️ინგლისურენოვანი სასწავლო აკადემია გერმანიის დედაქალაქ ბერლინში და საქსონიის უდიდეს ქალაქ ლაიფციგში.

✅ სლოვაკეთის, ავსტრიის, ჩეხეთის, იაპონიის, გერმანიის, პოლონეთის, ბელგიის, ჰოლანდიისა და სომხეთის სასწავლო აკადემიების (2017-2023 წწ.) წარმატებულად დასრულების შემდეგ EMT კვლავ გთავაზობთ ახალ შესაძლებლობას მიიღოთ გამოცდილება და დაუვიწყარი დღეები გაატაროთ ჩვენთან ერთად.

✅ მარიამ და პავლე თვალიაშვილები გიწვევთ 11-17 წლის ახალგაზრდებს სათავგადასავლო შემეცნებით ტურში ბერლინსა და ლაიფციგში 1-7 ნოემბერს. მონაწილეები ესტუმრებიან საეთაშორისო ორგანიზაციებს, სასწავლო ცენტრებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, მუზეუმებს, ღირსშესანიშნავ ადგილებს, მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმვასა და დამოუკიდებლად ცხოვრებაში.

✅ მონაწილეები მოინახულებენ გერმანიის პარლამენტს, ბერლინის კედელს, ქალაქის ისტორიულ ნაწილს. გაეცნობიან საერთაშორისო სკოლებსა და უნივერსიტეტებში დაფინანსების შესაძებლობებს. დამოუკიდებლად გაართმევენ დავალებებს თავს (CITY GAME) და გამოიმუშავებენ ისეთ საჭირო უნარებს, როგორებიცაა ვალუტის გაცვლა, მეტროში და საქალაქო ტრანსპორტში ნავიგაცია, არამშობლიურ ენაზე კონტაქტი, საკუთარი ფინანსების მართვა, დღიური ბიუჯეტის განაწილება, ქვეყნისა და პროგრამის წარდგენა და სხვა.

🥨შემეცნებით დავალებებთან ერთად დროს გაატარებენ ხალისიანად. დააგემოვნებენ გერმანულ სამზარეულოს, გაეცნობიან ადგილობრივ პარკებს, ულამაზეს არქიტექტურულ ძეგლებს და მრავალ უნიკალურ ადგილს.

✅ ბერლინში მონაწილეები შეხვდებიან იამან ატვას, რომელმაც UWC-ის საერთაშორისო სკოლაში სწავლის შემდეგ სწავლა პრინსტონის უნივერსიტეტში გააგრძელა, ხოლო პრინსტონის წარმატებით დასრულების შემდეგ სამაგისტროზე სწავლა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში გადაწყვიტა. ის PHD-ის პოზიციას გერმანიის წამყვან უნივერსიტეტში დაიკავებს ახალი სასწავლო წლიდან. მონაწილეებს (განსაკუთრებით მათ ვისაც მათემატიკა ანიტერესებთ) ძალიან საინტერესო და სახალისო შეხვედრები ელით. 

✅ სასწავლო აკადემიაში მონაწილეობის საფასურია 1095 ევრო

მოიცავს:

🏨 სასტუმროში განთავსება;

🥗 სამჯერადი კვება;

🚞ავტობუსის ბილეთი (ბერლინი-ლაიფციგი-ბერლინი);

🏛️მუზეუმების მონახულება;

🏢 სხვადასხვა ორგანიზაციების მონახულება (საგანმანათლებლო, განვითარების, საერთაშორისო, დიპლომატიური);

👩‍🏫ტრენერების მომსახურება;

💡სასწავლო, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები;

📜ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.

*მოცემულ თანხას დაემატება ფრენის საფასური (თბილისი-ბერლინი-თბილისი)✈️

✅ მონაწილეობის მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია: 

➡️ https://webanketa.com/forms/6cwkjdsn6gqk8cv4cnh62cv4/

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

557008757 მარიამი

599556234 პავლე