სასწავლო აკადემია ვენასა და ბრნოში

 TEaM-ის სასწავლო აკადემია ვენასა და ბრნოში 2025 🇦🇹 🇨🇿

✈️ინგლისურენოვანი სასწავლო აკადემია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში და ჩეხეთის ისტორიულ ქალაქ ბრნოში.
 
✅სლოვაკეთის, ავსტრიის, ჩეხეთის, იაპონიის, გერმანიის, ესპანეთის, ბელგიის, პოლონეთისა და სომხეთის სასწავლო აკადემიების (2017-2025 წწ.) წარმატებულად დასრულების შემდეგ TEaM კვლავ გთავაზობთ ახალ შესაძლებლობას მიიღოთ გამოცდილება და დაუვიწყარი დღეები გაატაროთ ჩვენთან ერთად.
 
May be an image of 15 people and the Brandenburg Gate 
 
 
 
✅მარიამ და პავლე თვალიაშვილები გიწვევთ 11-18 წლის ახალგაზრდებს სათავგადასავლო შემეცნებით ტურში ავსტრიასა და ჩეხეთში 10-15 აგვისტოს. მონაწილეები ესტუმრებიან სასწავლო ცენტრებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, მუზეუმებს, ღირსშესანიშნავ ადგილებს, მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმვასა და დამოუკიდებლად ცხოვრებაში.
⭐️მონაწილეები მოინახულებენ ბუნების ისტორიის ნაციონალურ მუზეუმს, სადაც უამრავი საინტერესო ნივთია განთავსებული. დამოუკიდებლად გაართმევენ დავალებებს თავს (CITY GAME) და გამოიმუშავებენ ისეთ საჭირო უნარებს, როგორებიცაა ვალუტის გაცვლა, მეტროში და საქალაქო ტრანსპორტში ნავიგაცია, არამშობლიურ ენაზე კონტაქტი, საკუთარი ფინანსების მართვა, დღიური ბიუჯეტის განაწილება, ქვეყნისა და პროგრამის წარდგენა და სხვა.
⭐️შემეცნებით დავალებებთან ერთად დროს გაატარებენ ხალისიანად, ესტუმრებიან ისტორიულ ადგილებს ბრნოში. დააგემოვნებენ ავსტრიულ და ჩეხურ სამზარეულოს, გაეცნობიან ადგილობრივ პარკებს, ულამაზეს არქიტექტურულ ძეგლებს და მრავალ უნიკალურ ადგილს.
✅სასწავლო აკადემიაში მონაწილეობის საფასურია 750 ევრო
მოიცავს:
🏨სასტუმროში განთავსება;
🥗ორჯერადი კვება;
🚊მატარებლის ბილეთი (ვენა-ბრნო-ვენა);
🏛️მუზეუმების მონახულება;
🏢სხვადასხვა ორგანიზაციების მონახულება (საგანმანათლებლო, განვითარების, საერთაშორისო, დიპლომატიური);
👩🏻‍💻ტრენერების მომსახურება;
🎊სასწავლო, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები;
📜ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.
❗️*მოცემულ თანხას დაემატება მხოლოდ ფრენის საფასური დაახლოებით 200 ევრო (ფრენის საფასური ცვალებადია).
✅მონაწილეობის მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია:
📞შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
557008757 მარიამი
599556234 პავლე