პროგრამა EMT-ში CISV-საქართველოსთან და სიქა-სთან თანამშრომლობით შეიქმნა.
მისია
მომავალი ლიდერების პროგრამა შექმნილია CISV-Georgia-ს, სიქა-სა და
”განათლებისა და მართვის გუნდის” დამაარსებლების მიერ, რათა დაეხმაროს
ლიდერების ჩამოყალიბებას ადრეული ასაკიდან არაფორმალური განათლების
ინსტრუმენტების გამოყენებითა და კეთებით.
აღწერა
მომავალი ლიდერების ტრენინგ პროგრამები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის
შეიქმნა, რათა მათ ადრეული ასაკიდან დაიწყონ ტოპ-მენეჯერის/ლიდერის
უნარების შეძენა.
დაუსვით ეს კითხვები ბავშვებსა და ახალგაზრდებს:
1. გსურთ გაიზარდოთ პიროვნულად და თან კარგად გაერთოთ? 2. გსურთ თავი იგრძნოთ ლიდერის და ხელძღვანელის როლში?
3. იცით ბევრი რამ და ფიქრობთ კარგი იქნება თუ ამას სხვებსაც ასწავლით?
4. გიზიდავთ საინტერესო სავარჯიშოები, თავსატეხები და უცნაური ამოცანები?
5. გიზიდავთ ბანაკებში და ექსკურსიებზე დაუვიწყარი დროის გატარება?
6. გინდათ გყავდეთ ახალი მეგობრები (საქართველოში და უცხოეთში)?
7. გინდათ ისეთი რამ ისწავლოთ რაც ბევრმა უფროსმაც არ იცის?
არ გააგრძელოთ კითხვა, თუ ყველა კითხვაზე პასუხია - ”არა”
თუ ერთხელ მაინც უპასუხა ”დიახ”:
განათლებისა და მართვის გუნდი (EMT) და CISV-Georgia წარმოგიდგენთ
მომავალი ლიდერების კლუბსა და ტრენინგ-პროგრამებს.
რას გთავაზობთ?
თუ ერთხელ მაინც უპასუხა ”დიახ”:
განათლებისა და მართვის გუნდი (EMT) და CISV-Georgia წარმოგიდგენთ
მომავალი ლიდერების კლუბსა და ტრენინგ-პროგრამებს.
რას გთავაზობთ?
თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა ჯგუფების მუშაობაში და დაკავდეთ ისეთი საკითხებით, როგორიცაა:
დავალებებზე პასუხების მოფიქრება და წარდგენა;
სიტუაციური სავარჯიშოები, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტილების მიღებას ინდივიდუალურად ან გუნდში;
ღონისძიებების/პროექტების დაგეგმვა და მართვა.
გვაქვს:
- მცირე ლექციები საინტერესო თემებზე;
- ლიდერობა და გუნდური აქტივობები;
- ნამუშევრების პრეზენტაციები და გამოფენები;
- განხილვები, კამათი, დებატები;
- ბევრი თამაში;
- საინტერესო გამოცანები და ამოცანები;
- თავსატეხები;
- მოსწავლე-ახალგაზრდების მიერ დაგეგმილი ღონისძიებები
- ზაფხულისა და ზამთრის ეროვნული ბანაკები;
- საერთაშორისო გაცვლები და ბანაკები;
- ექსკურსიები და ლაშქრობები;
- სხვა კლუბები
ახალგაზრდა იღებს შესაბამის სერტიფიკატს.
როდის უნდა ვიაროთ ჯგუფებში?
შეხვედრები ტარდება კვირაობით. თითოეული ჯგუფი მუშაობს 4 საკონტაქტო საათის მანძილზე.
სად ტარდება შეხვედრები?
შეხვედრები ტარდება თბილისში, საბურთალოზე, ბახტრიონის ქ. #7ა, I სადარბაზო, I სართული.
რა არის საჭირო რომ ჩავერთოთ კლუბის მუშაობაში?
თქვენ ჯგუფის ახალი ნაკადის დაწყებამდე უნდა შეავსოთ ელექტრონული განაცხადის ფორმა.
ჯგუფები ფასიანია?
დიახ, თვეში 99 ლარი.
ამ თანხაში შედის ტრენინგების და სწავლების ხარჯები, მასალები, საკანცელარიო საქონელი და ადმინისტრაციული ხარჯები.
პროგრამები მხოლოდ ქართულია თუ მხოლოდ უცხოური?
პროგრამის ნაწილი შემუშავებულია ქართველი პროფესიონალების მიერ და გამოცდილია 18 წლის მანძილზე. ზოგიერთ მათგანს (ქართულ პროგრამებს) წარმატებით იყენებენ უცხოეთშიც, 20-მდე ქვეყნის განათლების სფეროს ლიდერები, ახალგაზრდებთან და დამწყებ მასწავლებლებთან მუშაობისას.
გარდა ქართული აქტივობებისა, მოსწავლეებსა შეგეძლებათ მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო აღიარებულ და აპრობირებულ პროგრამებში (ქართულად და ინგლისურად);
რა ხნის განმავლობაში გრძელდება თითოეული ჯგუფის მუშაობა?
გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ საკმაოდ ეფექტურია 2-3-თვიანი მუშაობა. საბაზო კურსის დამთავრების შემდეგ შეგიძლიათ გაძლიერებული კურსის გავლა შაბათობით. შესაძლებელია ჩართვა კლუბში "მოგზაურობის მართვა", "მომავალი ლიდერების კლუბი" და "პრაქტიკული ინგლისურის კლუბი".
არაერთი ახალგაზრდა წლების მანძილზე აგრძელებს თანამშრომლობას და მონაწილეობას როგორც კლუბებში, ასევე საერთაშორისო ღონისძიებებში.
რა ფორმით ტარდება შეხვედრები?
შეხვედრების ფორმატი შეესაბამება მოსწავლეების ასაკობრივ განვითარებას, რომ იყოს საინტერესო და არ იყოს დამღლელი. აქვს ტრენინგებისა და დინამიკური აქტივობების ფორმა. თითოეულ ჯგუფში არის 15-მდე ახალგაზრდა.

რა ხდება კურსის დამთავრების შემდეგ?
წარმატებით კურსდამთავრებულ მონაწილეებს შეეძლებათ ჩვენი შემოთავაზებული სხვა კურსები გაიარონ.
მათ შეეძლებათ სკოლაში ან ცხოვრებაში გამოიყენონ მიღებული გამოცდილება.
მომავალში მათ შეეძლებათ ორგანიზაციის მუშაობაშიც ჩაერთონ მოხალისის სტატუსით.
ადვილად შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა ისეთ კონკურსებში , როგორიცაა FLEX, UWC და სხვა.