EMT დებატების კლუბი

მხოლოდ EMT გაძლიერებული და საბაზო კლუბების კურსდამთავრებულებისთვის!!
EMT დებატების კლუბი.

დებატები ინტელექტუალური თამაშია, სადაც მოთამაშე გუნდები კამათობენ ერთი დასმული საკითხის ირგვლივ სხვადასხვა პოზიციიდან.

დებატები ავითარებს ისეთ უნარებს, როგორიც არის: კრიტიკული აზროვნება, მოსმენის კულტურა, არგუმენტირებული და ლოგიკური მსჯელობა, დროის მენეჯმენტი, პრეზენტაბელურობა, საკუთარი აზრის საჯაროდ დაფიქსირება, ორატორობა, სწრაფი აზროვნება, სწრაფი წერა, შემოქმედებით უნარიანობა, კამათი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფის გარეშე, ემოციების მართვა, გუნდურობა, კვლევის უნარი და სხვა.

კლუბის მონაწილეები შეისწავლიან ფორმალური დებატების: კარლ პოპერისა და პოლიტიკური ფორმატის დებატს.

კლუბის განმავლობაში გამოყენებული იქნება სწავლების შემდეგი მეთოდები:

· როლური და სიტუაციური თამაშები;

· ჯგუფური სავარჯიშოები;

· პრაქტიკული დავალებები;

· პრეზენტაცია;

· დისკუსია.

დებატ-კლუბში ტრენინგები ჩატარდება ჯგუფის დაკომპლექტების შემთხვევაში

გადასახადი: თვეში 60 ლარი, 3 თვის კურსის ფასი 180 ლარი