EMT-ის სასწავლო აკადემია ვენასა და ზალცბურგში 2023
ინგლისურენოვანი სასწავლო აკადემია ავსტრიის დედაქალაქ ვენასა და ისტორიულ ქალაქ ზალცბურგში 2023 წლის 1-6 ივნისს.
სლოვაკეთის, ავსტრიის, ჩეხეთის, იაპონიის, გერმანიის, პოლონეთისა და სომხეთის სასწავლო აკადემიების (2017-2023 წწ.) წარმატებულად დასრულების შემდეგ EMT კვლავ გთავაზობთ ახალ შესაძლებლობას მიიღოთ გამოცდილება და დაუვიწყარი დღეები გაატაროთ ჩვენთან ერთად.
მარიამ და პავლე თვალიაშვილები გიწვევთ 11-17 წლის ახალგაზრდებს სათავგადასავლო შემეცნებით ტურში ვენასა და ზალცბურგში 1-6 ივნისს. მონაწილეები ესტუმრებიან სასწავლო ცენტრებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, მუზეუმებს, ღირსშესანიშნავ ადგილებს, მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმვასა და დამოუკიდებლად ცხოვრებაში.
მონაწილეები მოინახულებენ ბუნების ისტორიის ნაციონალურ მუზეუმს, სადაც უამრავი საინტერესო ნივთია განთავსებული. დამოუკიდებლად გაართმევენ დავალებებს თავს (CITY GAME) და გამოიმუშავებენ ისეთ საჭირო უნარებს, როგორებიცაა ვალუტის გაცვლა, მეტროში და საქალაქო ტრანსპორტში ნავიგაცია, არამშობლიურ ენაზე კონტაქტი, საკუთარი ფინანსების მართვა, დღიური ბიუჯეტის განაწილება, ქვეყნისა და პროგრამის წარდგენა და სხვა.
შემეცნებით დავალებებთან ერთად დროს გაატარებენ ხალისიანად, ესტუმრებიან ისტორიულ ადგილებს ზალცბურგში. დააგემოვნებენ ავსტრიულ სამზარეულოს, გაეცნობიან ადგილობრივ პარკებს, ულამაზეს არქიტექტურულ ძეგლებს და მრავალ უნიკალურ ადგილს.
სასწავლო აკადემიაში მონაწილეობის საფასურია 1095 ევრო ორჯერადი კვებით, ხოლო 1195 ევრო სამჯერადი კვებით.
მოიცავს:
სასტუმროში განთავსება;
ორჯერადი ან სამჯერადი კვება;
მატარებლის ბილეთი (ვენა-ზალცბურგი-ვენა);
მუზეუმების მონახულება;
სხვადასხვა ორგანიზაციების მონახულება (საგანმანათლებლო, განვითარების, საერთაშორისო, დიპლომატიური);
ტრენერების მომსახურება;
სასწავლო, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები;
ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.
*მოცემულ თანხას დაემატება მხოლოდ ფრენის საფასური (თბილისი-ვენა-თბილისი)
მონაწილეობის მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია:
https://webanketa.com/forms/6cw3cd1m6wqpas1pcgt6ask1/
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
557008757 მარიამი
599556234 პავლე