
სამშაბათს 25 ივნისს CISV და EMT -ის ოფისში EMT CLUB FREE TIME-ის ფარგლებში მოეწყო ფილმის “უდაბნოს ყვავილი” ჩვენება.
ფილმი საკმაოდ საინტერესო და ემოციური იყო საყურებლად. ის მოგვითხრობს ერთი სომალელი გოგონას - ვარის დირიეს ისტორიას, რომელიც ბავშვობაში მსხვერპლი გახდა თავისი ქვეყნის ტრადიციის - ქალთა წინადაცვეთის. ვარისი 13 წლის ასაკში სახლიდან გაიქცა, მოგადიშომდე მიაღწია და შემდეგ, ლონდონში აღმოჩნდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, ის გახდა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მოდელი და პირველი ქალი, რომელიც გაეროს ელჩად დაინიშნა და FGM-თან (ქალთა წინადაცვეთა) ბრძოლის ფონდი დააარსა. სცენარი დაფუძნებულია ვარის დირიეს და კეტლინ მილერის საერთო ავტობიოგრაფიულ რომანზე.
ფილმის ჩვენების შემდეგ მონაწილეებმა ისაუბრეს და განიხილეს ქალთა წინადაცვეთის ტრადიცია, რამდენად ძლიერია ადამიანში თვითგადარჩენის ინსტინქტი და როგორ შეუძლია ადამიანს შეცვალოს თავისი და სხვების ცხოვრებაც.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო რობერტ კავთიაშვილი, მომავალი ლიდერების ცენტრის კურსდამთავრებული და დებატ-კლუბის მონაწილე.