"Free Time" - შეხვედრა მოძღვართან


სამშაბათს, 2 ივლისს, EMT-FREE TIME-ზე ჩატარდა შეხვედრა თემაზერატომ უნდა ვიცხოვროთ ქრისტანულად“.  ღონისძიება ჩატარდა  CISV-საქართველოს და "განათლების და მართვის გუნდი"–ს ოფისში.

შეხვედრის  ინიციატორი გახლდათ  ნინო მოდებაძე, მომავალი ლიდერების ცენტრის კურსდამთავრებული.

ორგანიზატორმა საკუთარი დამოკიდებულება და შეხედულება გაუზიარა აუდიტორიას, თუ რატომ გადაწყვიტა ამ თემაზე საუბარი. მოწვეულმა სტუმარმა, ვარკეთილის წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის მოძღვარმა დეკანოზმა ვახტანგმა, მოკლედ ისაუბრა ქრისტიანულ რელიგიაზე და შემდეგ უპასუხა აუდიტორიის მხრიდან დასმულ შეკითხვებს

აუდიტორიაში დიდი ინტერესი გამოიწვია მოძღვართა შეხვედრის თემამ და აქტიურად დაისვა კითხვები .

შეხვედრას ესწრებოდა 25 ადამიანი.