დებატ–კლუბის I ნაკადის დახურვა

CISV - საქართველოს და EMT - განათლების და მართვის გუნდის  ოფისში 5 ივლისს დებატ – კლუბის  I  ნაკადის ბოლო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო საპარლამენტო ფორმატის დებატს, რომლის დასრულების და განხილვის შემდეგ მონაწილეებმა შეაჯამეს კურსიდან მიღებული ცოდნა და გამოცდილება.

შეხვედრის მეორე ნაწილი გაიმართა არაფორმალურ ვითარებაში, ტორტის და გამაგრილებელი სასმელების თანხლებით.  კლუბის წევრებს საზეიმოდ გადაეცათ სერთიფიკატები, რის შემდეგაც ოფიციალურად დაიხურა "EMT დებატ–კლუბის" პირველი ნაკადი.


კურსი მოიცავდა 3 თვეს, რომელშიც შედიოდა კვირაში ერთი შეხვედრის დღე.  პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა განივითარეს სწრაფი აზროვნების, სხვისი დარწმუნების, აუდიტორიის წინ სიტყვით გამოსვლის, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარები.

შემდეგი ნაკადის მიღება განახლდება სექტემბერში.

გისურვებთ წარმატებებს!