არაფორმალური განათლება სამტრედიის #15 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის



საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ქ. სამტრედიის #15 საჯარო სკოლა–პანსიონის რთული (ასოციალური) ქცევის მქონე  მოსწავლეებისთვის ჩატარდა ბანაკი  დაბა ურეკში.  ბანაკის ფარგლებში განხორციელდა საგანმანათლებლო სახის ტრენინგები, რომელსაც  ესწრებოდა სკოლის 7 მოსწავლე.

ტრენინგები ჩაატარეს „სიქა– საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“–ს  და „განათლების და მართვის გუნდი“–ს  ახალგაზრდა ტრენერებმა ანი ციცქიშვილმა და თეონა ბუაძემ.

ტრენინგის თემები გახლდათ: ეფექტური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, სტერეოტიპები, ტოლერანტობა, პრობლემის განსაზღვრა და გადაჭრის გზები. ამ თემებზე მუშაობა მიმდინარეობდა სავარჯიშოების, ვიდეორგოლების ჩვენების და განხილვის, სასწავლო მაგალითების განხილვის და მცირე სემინარების სახით.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ტრენინგების მიმდინარეობაში. ისინი  ხალისისთ ასრულებდნენ  სხვადასხვა დავალებას  და  ახდენდნენ საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციას.

ბანაკი განხორციელდა  02.08.2013 – 06.08.2013 პერიოდში.