“FREE TIME” – შეხვედრა გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელთან
ხუთშაბათს,
8 აგვისტოს, 19:00 საათზე CISV საქართველოსა და EMT-განათლებისა და
მართვის გუნდის ოფისში გაიმართა შეხვედრა გაეროში საქართველოს
ახალგაზრდობის წარმომადგენელთან - თორნიკე ზურაბაშვილთან.
შეხვედრის მიზანი გახლდათ ახალგაზრდების პრობლემების, ინტერესებისა და
მოსაზრებების გაცნობა. შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო გაეროს ახალაგზრდულ
პროგრამებზე.
აღნიშნული
შეხვედრა გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენლის ეროვნული ტურის ფარგლებში ჩატარდა. ეროვნული ტური აგვისტოსა და სექტემბრის განმავლობაში გაგრძელდება.
ტურის
ფარგლებში შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ
ახალგაზრდებთან, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და
სტუდენტებთან ჩატარდება.
ოქტომბერში კი, გაეროში ახალგარზდების
წარმომადგენელი დაესწრება გაეროს გენერალურ ასამბლეის და გაეროს
კომიტეტების სხდომებს, სადაც იგი საქართველოს ახალგაზრდობის წინაშე მდგარი
პრობლემების თაობაზე ისაუბრებს.
შეხვედრას დაესწრო 24 მონაწილე.