EMT -ის მომავალი ლიდერების ტრენინგ-კურსი მოსწავლეებისთვის



EMT ტრადიციულად გთავაზობთ მომავალ ლიდერთა ტრენინგ-კურსს, რომლის მიზანია მოზარდებმა ადრეული ასაკიდან დაიწყონ ტოპ-მენეჯერის/ლიდერის უნარების შეძენა.  არაფორმალური განათლების მეთოდებით.


მონაწილეები საკუთარ თავზე გამოცდიან სხვადასხვა გამოწვევებს/სიტუაციებს და თვითონ გამოაქვთ დასკვნები.


ტრენინგ-კურსი ხელს უწყობს მოზარდში დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების, პასუხისმგებლობის, ფინანსებისა და დროის მართვის უნარების განვითარებას, ასევე მიმღებლობის გაზრდას და ურთიერთობის გაუმჯობესებას თანატოლებთან და უფროსებთან.


მომავალ ლიდერთა საბაზო ტრენინგ-კურსი მოიცავს 12 შეხვედრას, შემდეგი თემებით:
1.       გაცნობა - ჯგუფური შეთანხმება
2.       ყინულის დნობა, ჯგუფის შეკვრა
3.       ტოლერანტობა/ პატივისცემა
4.       ეფექტური კომუნიკაცია
5.       გუნდურობა
6.       ლიდერობა
7.       სტერეოტიპები
8.       კულტურული მრავალფეროვნება
9.       შემოქმედებითობა
10.   პასუხისმგებლობა
11.   პრეზენტაციის უნარები
12.   ლოგიკური აზროვნება / დაკვირვება
კურსის დახურვა


თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 2 საათი.
საბაზო ტრენინგ -კურსზე დარეგისტრირება შეუძლიათ მოსწავლეებს შემდეგ 2 ასაკობრივ კატეოგორიაში:
·         9-დან 12- წლამდე,  კვირას, 11:00 - 13:00 სთ.
·         13დან 17 -წლამდე, კვირას,   13:30 - 15:30 სთ.

ტრენინგ - კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

კურსის ღირებულებაა: 79 ლარი თვეში.

რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს:


მუდმივმოქმედ ლიდერთა კლუბი


მათ ვისაც უკვე გავლილი აქვთ საბაზო ტრენინგ-კურსი შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მომავალ ლიდერთა ტრენინგ -კურსზე, სადაც უკვე მონაწილეებს შეუძლიათ აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება.

მუდმივმოქმედ ლიდერთა კლუბის მუშაობა მიმდინარეობს 2სთ და 30 წთ, ყოველ შაბათს, 15:00სთ-დან - 17:30 სთ-მდე.


ასაკი: 12 წლიდან - 15 წლამდე.


ტრენინგ - კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

კურსის ღირებულებაა: 79 ლარი თვეში.


რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს:



595 368 368 *