Diamond Challenge - ღია კარის დღე


Diamond Challenge - „ბრილიანტის გამოწვევა“ სასწავლო ინიციატივაა, რომლის მიზანია უფროსკლასელ მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების გამომუშავება და განვითარება. მას  ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების დელავერის უნივერსიტეტი, 2014 წლიდან  საქართველოში ადმინისტრირებას უწევს EMT - განათლებისა და მართვის გუნდი და  სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია.

7 სექტემბერს, 16:00 სთ-ზე, EMT გიწვევთ ღია კარის დღეზე, სადაც მიიღებთ დაწვრილებით ინფორმაციას კონკურსის შესახებ, გაიგებთ რა საფეხურების გავლაა საჭირო კონკურსში მონაწილეობისათვის, რა უნდა იცოდეთ და სხვ.

ვინაიდან ადგილები შეზღუდულია ღია კარის დღეზე მოვიწვევთ პირველ 30 დაინტერესებულ და დარეგისტრირებულ ადამიანს.  თუ უკვე გყავთ გუნდი, გთხოვთ გუნდიდან დარეგისტრირდეთ ერთი წარმომადგენელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის : http://www.diamondchallenge.org/
                                                              https://www.facebook.com/diamondchallengegeo

ღია კარის დღეზე დასწრების მსურველები, რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: https://docs.google.com/…/1_4CGKgI9v00LqlhVtV0ffWmg…/prefill