EMT-ის სასწავლო აკადემია სომხეთში 🤩

 


🟢 სლოვაკეთის, ავსტრიის, პოლონეთის, იაპონიის, ჩეხეთის, გერმანიისა და სომხეთის სასწავლო აკადემიების (2017-2023) წარმატებულად დასრულების შემდეგ EMT კვლავ გთავაზობთ ახალ შესაძლებლობას მიიღოთ გამოცდილება და დაუვიწყარი დღეები გაატაროთ ჩვენთან ერთად.

✔️მარიამ და პავლე თვალიაშვილები გიწვევთ 11-17 წლის ახალგაზრდებს სათავგადასავლო შემეცნებით ტურში 11-14 მაისს.

✔️4 დღის განმავლობაში მონაწილეები ესტუმრებიან სასწავლო ცენტრებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, მუზეუმებს, ღირსშესანიშნავ ადგილებს, მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმვასა და დამოუკიდებლად ცხოვრებაში.

🔜დაგეგმილია ვიზიტი UWC Dilijan College - საერთაშორისო ib სკოლაში, სადაც სამომავლოდ დაფინანსების მოპოვებისა და სწავლის გაგრძელების შანსი ეძლევათ (www.ge.uwc.org). UWC-ის სკოლაში შევხვდებით ქართველ მოსწავლეებს, ხოლო ჩვენს მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაუსვან შეკითხვები.

🔜ასევე ვეწვევით ტექნოლოგიების ცენტრს - TUMO, სადაც ადგიობრივი თანამშრომელი დეტალურად გააცნობს ცენტრის მუშაობის სპეციფიკასა და დონორების მხრიდან დაფინანსების მექანიზმებს.
მონაწილეები მოინახულებენ უძველეს ძეგლებს, გარნის და გეღარდს. ესტუმრებიან ფარაჯანოვის მუზეუმს, სადაც გაეცნობიან სომხური, აზერბაიჯანული და ქართული კულტურების შერწყმას ხელოვნებაში.

✔️დამოუკიდებლად გაართმევენ დავალებებს თავს (CITY GAME) და გამოიმუშავებენ ისეთ საჭირო უნარებს, როგორებიცაა:
ვალუტის გაცვლა,
მეტროში და საქალაქო ტრანსპორტში ნავიგაცია,
არამშობლიურ ენაზე კონტაქტი,
საკუთარი ფინანსების მართვა,
დღიური ბიუჯეტის განაწილება,
ქვეყნისა და პროგრამის წარდგენა სხვა ადამიანების წინაშე
და სხვა.

✔️შემეცნებით დავალებებთან ერთად დროს გავატარებთ ხალისიანად, ვესტუმრებით Grand Candy-ს კაფეს, ბოლოს კი ტრადიციულ რესტორანში გვექნება საზეიმო ვახშამი.

✔️ვიცხოვრებთ სასტუმროში, სადაც იქნება ახალგაზრდული ბანაკის მსგავსი სიტუაცია და ვიზიტებთან ერთად დატვირთულნი იქნებიან საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით.

✔️მონაწილეებს გადაეცემათ ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.

მონაწილეობის საფასური: 395 ევრო

მოიცავს:

🚗მგზავრობა თბილისი-ერევანი-თბილისი)
🚕შიდა ტრანსპორტი
🏨სასტუმრო
🏢მუზეუმები
🥗სამჯერად კვება
🏛️გარნიში და გეღარდში ვიზიტი
👨🏻‍💻საერთაშორისო სტატუსის 2 ტრენერის მომსახურება
💡სასწავლო, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები
📃სერტიფიკატი

მონაწილეობის მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია:
https://webanketa.com/forms/6cw38d9j68qk0rb665hpac9k/

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
557008757 მარიამი
599556234 პავლე