საერთაშორისო კონფერენცია და ახალგაზრდული სამიტი



13-დან 17 წლის ახალგაზრდებისა და მათთან მომუშავე ლიდერების საყურადღებოდ,

თუ გსურთ ნახოთ ერთ -ერთი საინტერესო ქვეყანა - ყატარი, ამავდროულად გაეცნოთ თანამედროვე განათლების სისტემაში როგორ იყენებენ ინტერნეტ და კომპიუტერულ ტექნოლოგიებს. ნახოთ რა დატვირთვა აქვს კომპიუტერს სახლში და სკოლაში სხვადასხვა ქვეყანაში.

მონაწილეობა (გზის ჩათვლით) დაჯდება 900 ევრომდე (5 მონაწილის შემთხვევაში). თუ მეტი ახალგაზრდა წავა, თანხა კიდევ შემცირდება. 


ჯგუფის ორგანიზებას და გაყოლას უზრუნველყოფს პავლე თვალიაშვილი, განათლებისა და მართვის გუნდის დირექტორი.

შესაძლებელია (ასაკის შეუზღუდავად) შემოურთდეთ საქართველოს ჯგუფს. ჯგუფი შეხვდება ათობით სხვა ქვეყნის ახალგაზრდას და განმანათლებელს, ყატარში, დოჰაში. 1-6 ივლისს.

http://www.iearn2013.org/




 

 
წასვლამდე ჯგუფთან ჩატარდება ტრენინგები კვლევითი პროექტების შესახებ, ასევე web 2.0 ტექნოლოგიების გამოყენებაში. მონაწილეები ჩაერთვებიან საერთაშორისო თანამშრომლობით პროექტებში. www.iearn.org

საჭიროა მონაწილეს ჰქონდეს საზღვარგარეთის პასპორტი და შეეძლოს კომუნიკაცია ინგლისურად. საკმარისია კომპიუტერზე მუშაობის მინიმალური უნარები. რადგან ეს არ არის პროგრამისტების კონფერენცია, არამედ მხოლოდ მომხმარებლების.

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 15 მარტი.

დაინტერესების შემთხვევაში შეგვეხმიანეთ მობ.: 599556234, 

pavlegeo@gmail.com
პავლე თვალიაშვილი. 

განათლებისა და მართვის გუნდის დირექტორი
iEARN საქართველოს კოორდინატორი
iEARN საერთაშორისო პროექტების ფასილიტატორი.

https://www.facebook.com/events/154601751364565/