ახალი პროგრამები EMT-ში

სულ მალე!! 

”განათლებისა და მართვის გუნდი” რამდენიმე ახალ სერვისს შემოგთავაზებთ:

  • კლუბი ”მოგზაურობის მართვა”. თემატიკა: მოგზაურობის დაგეგმვა და განხორციელება; დეტალები და თავგადასავლები მოგზაურობის მოყვარულთათვის; კომუნიკაცია მასპინძლებთან და კულტურული თავისებურებები საქართველოში და უცხოეთში. ასაკი 14-30 წწ.

  • მომავალი ჟურნალისტის კლუბი - წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კომპეტენციების განვითარება, ღონისძიებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება, სტატიების ანალიზი, რეპორტაჟების მომზადება. ასაკი 13-17 წწ.
  • მომავალი ლიდერების ცენტრი. ახალი ნაკადი. ასაკი ჯგუფების მიხედვით: 9-12; 12-16; 18-დან ზევით.
  • დებატების კლუბი (დებატები, როგორც ინტელექტუალური თამაში).
    • პოპერისა და პოლიტიკური დებატების ფორმატი - VIII-XI კლასელებისთვის
    • საპარლამენტო დებატების ფორმატი - 16-25 წლის ახალგაზრდებისა და  სტუდენტებისთვის.

პროგრამები ხორციელდება სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციისა (www.siqa.org.ge) და CISV-საქართველოს (www.cisvgeorgia.org) მხარდაჭერითა და პარტნიორობით .

თვალი ადევნეთ ჩვენ საიტს!!