ესპანური საღამო CISV–საქართველოში

სამშაბათს, 14 მაისს CISV-საქართველოს EMT-ის ოფისში გაიმართება ესპანური საღამო. შეხვედრა დაიწყება 19:00 საათზე და გაგრძელდება 2 საათი. 

ესპანური საღამოს ინიციატორები  გაგიზიარებენ იმ გამოცდილებას, რომელიც მათ მიიღეს ესპანეთში ტრენინგზე ყოფნის დროს.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ქვეყნის და მისი კულტურის შესახებ –
თუ როგორ ცხოვრობენ, რა მოსწონთ, როგორ გამოიყურებიან, რას იცვამენ, როგორ ზეიმობენ დღესასწაულებს, რა არქიტექტურა და მუზეუმები არსებობს ქალაქ ბარსელონაში.....

დამსწრეებს შესაძლებლობა მოგეცემათ მიიღოთ ინფორმაცია  სალვადორ დალის სახლ–მუზეუმის შესახებ, მოინახულოთ შოკოლადის მუზეუმი და მიიღოთ დიდი ესთეტიური სიამოვნება.

სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ,  დაგვიდასტურეთ თქვენი მონაწილეობა წინასწარ ორშაბათს 22:00 სთ-მდე. ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Teklabuadze@gmail.com.


მხოლოდ მოწვევის მიღების შემთხევაში შეგეძლებათ დასწრება. მონაწილეობა უფასოა!!